უყურადღებოდ დატოვებული სპორტის სახეობა, რომელმაც შესაძლებელია ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდოს

უყურადღებოდ დატოვებული სპორტის სახეობა, რომელმაც შესაძლებელია ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდოს

access_time2019-01-11 17:00:06

 საქართველოში რომ ტურიზმი კარგი ტემპით ვითარდება, ამას ციფრებიც ადასტურებს. თუმცა არსებობს ისეთი ტურისტული მიმართულებებიც, რომელთა განვითარებაც, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ქვეყნაში გაცილებით მეტ ტურისტს მოიზიდავს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა აფროსნობა. კომერსანტი შეეცადა გაერკვია რა პოტენციალი აქვს საქართველოში ამ სპორტს, რომელიც მსოფლიოს სხვა ტურისტულ ქვეყნებში წარმატებით მუშაობს. 

 

 საქართველოს აფროსანთა ფედერაციის პრეზიდენტის დევი ქიტუაშვილის თქმით, საიალქნო სპორტს საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს:

 

„ბათუმში 1920- იან წლებში იყო იახტ კლუბი, შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს აფროსნობამ განვითარება თბილისის ზღვაზე დაიწყო,  ეს მიმართულება განვითარებული იყო ფოთშიც. 70 -იან წლებში უკვე ბევრი აფროსანი  იყო, რომლებიც ტურნირებზე დადიოდნენ, ევროპის ჩემპიონიც გვყავს ანუ ამ მხრივ დიდი და ძლიერი ისტორია გვაქვს. ჩვენ ბევრი წყალი გვაქვს, ვგულისხმობ ტბებს და ზღვას, დედაქალაქში გვაქვს ამხელა ტბა, ტურიზმის თვალსაზრისით, ეს ძალიან მომგებიანია. ჩვენი ამინდები , ქარები ამ სპორტზე კარგად მუშაობს “,- აცხადებს  დევი ქიტუაშვილი.

 

აფროსანთა ფედერაციის პრეზიდენტი კომერსანტს უყვება, რომ 90-იან წლებს ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურდა, სპორტის ამ მიმართულების აღდგენა ახალ თავიდან იწყება, სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი, რომელიც საიალქნო სპორტით არის გატაცებული, ამ სერვისით ვერ ისარგებლებს:

 

„თბილისში ერთი სკოლაა აფროსნობის, უკვე ახალგაზრდა აფროსნებიც აღარ არიან. რამდენიმე იახტკლუბია ფოთშიც მაგრამ, ვერ ვიტყვით,  რომ აქედან ტურისტი რაიმე სერვისს მიიღებს.  ახლანდელი აფროსნობის კლუბების წევრები რაღაც კონტრიბუციას აკეთებენ, რომ ეს დარგი განვითარდეს და წინ წავიდეს“, აღნიშნავს დევი ქიტუაშვილი.

 

 აფროსანთა ფედერაციის პრეზიდენტი იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც დარგის განსავითარებლად უნდა გაკეთდეს:

 

„სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, გაკეთდეს წყალთან მისასვლელი გზა, ნავების პრობლემაც არის. ნავი ძვირად ღირებულია მაგრამ, ძალიან დიდხანს ძლებს. ახლა რომელ ნავებსაც ვიყენებთ 40- 50 წლისაა. ასევე აუცილებელია მწვრთნელების გადამზადების პროგრამები, რაზეც მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. სახელმწიფოს მხრიდან კარგი იქნებოდა თუ უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა დარგის განვითარებაში იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს ტურიზმის მხრივ. ჩვენ ბევრი წყალი გვქვს, რომელსაც არ ვიყენებთ. ყველაზე კარგია ის, რომ ტბები  გვაქვს მთაშიც. მთის კურორტებისთვის ეს დამატებითი სერვისი გახდება, რაც კიდევ ერთი პლუსია“,- აცხადებს დევი ქიტუაშვილი.

 

 დევი ქიტუაშვილის თქმით,  აფროსნობა შესაძლებელია 8-9 თვის განმავლობაში იყოს აქტიური. 



აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი გვიყვება, თუ როგორ არის განვითარებული სპორტის ეს სახეობა დასავლეთის ქვეყნებში და რა ეკონომიკური სარგებელი მოუტანა აფროსნობამ მაგალითად, თურქეთს:

 

„ეს არის დადებითი აქტივობა, რომელიც კარგ იმიჯს უქმნის ქვეყანას. ზრდის შემოსავლებს, იახტ კლუბი ყოველთვის არის მიბმული სხვა ხარჯებზე მაგალითად, სასტუმროზე, კვებაზე და ა.შ. თურქეთში ეს მიმართულება ძალიან განვითარდა. ახლა არის უზარმაზარი მარინები, იქ უკვე მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ათასობით ნავი ჩადის. ეს ძალიან კარგი სანახაობაა და ბევრი ადამიანი მიჰყვება. მარინების აშენება უზარმაზარ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული, თუმცა ფაქტია, რომ შენდება და შენდება იმიტომ, რომ შემოსავალი დიდი აქვს და ქვეყნისთვის ძალიან მაგარია, მთელი ბოდრუმი შეცვალა ამ მარინებმა. სპორტის ეს სახეობა ყველგან განვითარებული მემგონი მარტო ჩვენ დავრჩით. საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში და ისრაელში სწავლა სუბსიდირება. ისრაელში საერთოდ სკოლის პროგრამაში არის შეყვანილი იმიტომ, რომ ერთ-ერთ ინტელექტუალურ სპორტად ითვლება. გარდა იმისა, რომ ძალიან სტრატეგიული სპორტია, შეჯიბრების პროცესში ბევრ უნარს ანვითარებს, გარდა ამის ბუნებასთან გაქვს პირდაპირი შეხება. თითქმის ყველაფერი აქვს, რაც ადამიანის ჩამოყალიბებას სჭირდება“, - აღნიშნავს დევი ქიტუაშვილი.

 

დევი კიტუაშვილის აზრით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მასშტაბური შეჯიბრები მოეწყოს.

 

„შეჯიბრის მოწყობის პოტენციალი ჩვენც გვაქვს მაგრამ, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა. დიდი შეჯიბრი, რომ ჩატარდეს დიდი მომსახურე პერსონალი  გვჭირდება. ამისთვის საჭიროა გაიზარდოს ახალი თაობა. რა თქმა უნდა, გაკეთება შეიძლება, ჩამოიყვან უცხოელ სპეციალისტებს მაგრამ, ჯერ ამაზე ფიქრიც არ შეგვიძლია, გამომდინარე იქიდან, რომ არ გაქვს ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვაქვს პროგრამა რომელსაც უნდა მივყვეთ“,  აცხადებს დევი ქიტუაშვილი.

 

 

 

კომერსანტი დაინტერესდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა დარგის განსავითარებლად, თუმცა აღმოჩნდა რომ სპორტის ამ მიმართულების შესახებ სახელმწიფო უწყებაში ინფორმაცია არ აქვთ. აფროსნობის პოტენციალის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა არც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. უწყებაში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის, მათ სტრატეგიაში ეს მიმართულება არ არის პრიორიტეტული:

 

„აჭარაში ტურიზმი ვითარდება და ყველა პროდუქტი საბოლოო ჯამში თავისთავად უნდა განვითარდეს, თუმცა ძალიან ბევრი პროდუქტია, რომელიც ახლა არის განვითარების ეტაპზე. პრიორიტეტულია თავისთავად ზღვა, თუმცა ბოლო სამი წელია ტურისტებისთვის აქტიურად დაიწყო მთის კურორტების შეთავაზება. ამ კუთხით სააგენტოც შეიქმნა, ტურისტთა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა და ზღვასთან ერთად არანაკლებ პოპულარული ხდება აჭარის მთის კურორტები“- განმარტავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

 

კომერსანტის კითხვაზე აქვთ თუ არა სპორტის სახეობის პოტენციალი შესწავლილი, რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოუტანოს აფროსნობა ქვეყანას სახელმწიფო უწყების პასუხი შემდეგია:

 

„ეს კონკრეტული მიმართულება ჩვენს კვლევებში არ არის. წლის ბოლოს ჩვენ მივიღებთ ტურიზმის განვითარების სტრატეგიას რომელში ასევე ჩადებული არის ტურისტული პოტენციალის კვლევა რეგიონის მასშტაბით. როდესაც მივიღებთ ამ სტრატეგიას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ რა მიმართულებები გამოიკვეთა პრიორიტეტულად, რა პოტენციალი საჭიროებს განვითარებას და როგორ ხედავს ამ ყოველივეს არა მარტო ჩვენ სამთავრობო სექტორი, არამედ კერძო სექტორი“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

 



დღეს თბილისში სამი კლუბია - თბილისის ზღვის კლუბი, აფრა და თბილისის საიალქნო კლუბი. მათგან თბილისის საიალქნო კლუბი ორიენტირებულია კლუბ აფროსნობაზე რაც ნიშნავს იმას, რომ აქტიური წევრები არიან და ცოტა უფრო დიდი იახტები ჰყავთ. თუ აფროსნობის მსურველი კლუბის წევრია მარტო საწევროს იხდის მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რასაც უნდა იმას აკეთებს, ანუ კლუბის აქტივობებში და განვითარებაში იღებს მონაწილეობას. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი კლუბის წევრი არ არის, რამდენიმე გზა არის იმისთვის, რომ ამ სპორტით დაკავდეს: აფროსნობის მსურველი თუ ვინმე კლუბის წევრს იცნობს და მასთან ერთად მოვა ამ შემთხვევაში არაფრის გადახდა არ მოუწევს. მეორე შემთხვევა ეხება აფროსნობის სწავლას მაგალითად, 6-7 გაკვეთილი დაახლოებით 450 ლარამდე ჯდება.


ავოტრი: ბაჩო ადამია





ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს
access_time2019-06-17 17:00:57
ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთების, და განსაკუთრებით ხორბლს საეჭვო მოძრაობასთან დაკავშირებით ჰაბ ჯორჯია ხშირად აკეთებს განცხადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს ცვლის. ორგანიზაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი მაია კაციტაძე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის დარეგულირებას კერძო ბიზნესები...

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
access_time2019-06-17 14:35:38
ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის...

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს
access_time2019-06-17 13:30:58
 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით...

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“
access_time2019-06-17 12:00:20
ერთ თვეში ზუსტად ერთი წელი გავა, რაც ფინანსთა მინისტრის პოსტი ივანე მაჭავარიანმა დაიკავა. ის გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემაში იმყოფებოდა და Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის კითხვებს გასცა პასუხი. 18-წუთიანი ინტერვიუ ოთხ ძირითად საკითხს - “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმებას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს, ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვის...


მსგავსი სიახლეები

up