უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები, საიჯარო და საბანკო ვალდებულებები - კერძო საბავშვო ბაღები სექტემბრამდე მუშაობას ვერ განაახლებენ

უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები, საიჯარო და საბანკო ვალდებულებები - კერძო საბავშვო ბაღები სექტემბრამდე მუშაობას ვერ განაახლებენ

access_time2020-06-06 10:00:03

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი მარტის შუა რიცხვებიდან შეაჩერა, აღდგენა კი სექტემბრამდე არ იგეგმება.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კერძო საბავშვო ბაღები, რომლებიც ფაქტობრივად ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან ივნისიდან თითქმის ყველა ბიზნესი განაახლებს მუშაობას, მათთვის დაწესებული აკრძალვის მოხსნა კი მხოლოდ სექტემბრიდან იგეგმება.


„კერძო ბაღების ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ფაქტობრივად 6 თვიანი წყვეტა აქვთ, კერძო ბაღებისთვის კი ეს დიდი ზარალია, რადგან საჯარო ბაღებისგან განსხვავებით, მათი შემოსავალი ნულის ტოლია, ხოლო ხარჯი, რომელიც ხელფასებს, იჯარას და საბანკო ვალდებულებებს გულისხმობს - ძალიან მაღალია. ასოციაციამ განათლების სამინისტროს თხოვნითაც მიმართა, რათა სხვა ბიზნესების მსგავსად კერძო ბაღების მუშაობა 8 ივნისიდან აღდგენილიყო, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.


საბავშვო ბაღში „ანბანელა“ აცხადებენ, რომ მაშინ როდესაც თითქმის ყველა ბიზნესი გაიხსნა, მშობლებისგან დიდი სურვილია საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენა.



„ფაქტობრივად ყველა ბიზნესი გაიხსნა და ძალიან დიდი პრობლემა რჩება საბავშვო ბაღებისთვის, რადგან ბევრი თანამშრომელი ფაქტობრივად უხელფასოდაა დარჩენილი, გვაქვს იჯარის და საბანკო ვალდებულებები, ასევე 6 თვიანი წყვეტა გამოგვდის სექტემბრის დასაწყისამდე რომ ვერ შევძლოთ ფუნქციონირება, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი ზარალია. გარდა ამისა, მშობლების მხრიდანაც ყოველდღიურად დიდი აქტიურობა შეინიშნება, რადგან თითქმის ყველა ბიზნესი გაიხსნა და მშობლებს დიდი სურვილი აქვთ ბავშვი ბაღში მოიყვანონ, რადგან თვითონ სამსახურში გადიან და ამ კუთხით პრობლემები ექმნებათ. სამინისტროსაც მივმართეთ თხოვნით, 8 ივნისიდან ისევე როგორც სხვა ბიზნესს ჩვენც დაგვრთონ მუშაობის განახლების ნება“, - განაცხადეს საბავშვო ბაღში „ანბანელა“.


საბავშვო ბაღში „იუჯი“ (UG) განმარტავენ, რომ ბაღს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, ამის გამო ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ ბაღების გახსნა 14 სექტემბრამდე გადაიდო ბევრი სააღმზრდელო დაწესებულებისთვის შესაძლოა ეს დახურვის ტოლფასი აღმოჩნდეს.


„კორონავირუსის მიერ შექმნილმა სიტუაციამ განსაკუთრებულ ვითარებაში ჩაგვაყენა, შეიცვალა საგანმანათლებლო და სააღმზდელო სიტუაცია. ბაღის სპეციფიკისგან გამომდინარე, ჩვენ ონლაინ გაკვეთილებზე ვერ გადავიდოდით. შექმნილმა მდგომარეობამ, რთულ სიტუაციაში ჩაგვაყენა, რადგან ბაღს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, ამის გამო ფინანსურ კრიზისში აღმოვჩნდით, იძულებული გავხდით ყველანაირი განვითარების პროგრამა გადაგვედო და კრიზისული ბიუჯეტი აგვემოქმედებინა, რაც მხოლოდ ხელფასების გაცემაზე ორიენტირებას გულისხმობდა, რათა თანამშრომლები შეგვენარჩუნებინა. თუმცა მაისის თვეში ეს ვეღარ შევძელით და იძულებულები გავხდით ისინი უხელფასო შვებულებაში გაგვეშვა. დიდი იმედი გვქონდა, რომ საზაფხულო ბაღი ჩვენს მდგომარეობას გამოასწორებდა, რადგან მშობლების მხრიდან დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა ბაღების გახსნა 14 სექტემბრამდე გადაიდო რაც სააღმზრდელო დაწესებულებისთვის დახურვის ტოლფასია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაღები, სკოლები და საერთოდ განათლების სისტემა არავის აინტერესებს და არც კი ვახსოვართ“, - აცხადებენ საბავშვო ბაღში „იუჯი“ (UG).


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up