საქართველოს სამი მოქალაქე, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ანკარის მიმართულებით გაფრინდა. ისინი საქართველოში ჩამოსვლამდე საკარანტინო პერიოდს, სავარუდოდ ანკარაში გაივლიან და ამის შემდეგ დაბრუნდებიან ქვეყანაში.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის მხარეს დანიშნული რეისის გამო მადლობას უხდის და ამის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
უხანში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება, რომელთაგან ორის ევაკუაცია დღეს ღამით იგეგმება, ერთი მოქალაქე კი უარს აცხადებს და ურჩევნია, რომ საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ქალაქი არ დატოვოს.