გარდაბანში შეჩერებული პროექტები, გამქრალი ფული და უწყლოდ დარჩენილი 5 სოფლის მოსახლეობა

გარდაბანში შეჩერებული პროექტები, გამქრალი ფული და უწყლოდ დარჩენილი 5 სოფლის მოსახლეობა

access_time2018-11-07 11:00:03

უწყლოდ დარჩენილი და მოტყუებული 5 სოფლის მოსახლეობა. „კომერსანტს“ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მკითხველი დაუკავშირდა, რომელმაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ სავარაუდო კორუფციის სქემაზე უამბო. თეა მაღალდაძის თქმით, 2017 წელს დაგეგმილი სასმელი წყლის მოწყობის მასშტაბური პროექტი გარდაბანში, ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც მაღალდაძე გვიყვება, გარდაბანში გამგებლის შეცვლას პროექტის შეჩერება და ფულის გაქრობა მოჰყვა.

 

„მარტყოფში აგარაკი მაქვს, სულ ვკითხულობ ამ პრობლემის შესახებ, იქნებ როგორმე მოგვარდეს, თუმცა 4 წელია ხალხს არაფერი  აღირსეს. რამდენიმე დღის წინ, მარტყოფელები შემხვდნენ და მითხრეს, რომ გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობსო. როდესაც ვკითხე ჯერ წყალი არ უნდა გაკეთდეს და მერე გზა არ უნდა დაიგოს მეთქი, თვითონ ადგილზე მომუშავე ხალხს უთქვამთ, ფული დაიტაცეს და წავიდნენ, არ ვიცით რა იქნებაო. ხუთივე სოფელი მიგდებულია, არავინ არაფერს კითხულობს, როდემდე შეიძლება ეს პრობლემა მოუგვარებელი იყოს“,- აცხადებს თეა მაღალდაძე.

 

 

 

თეა მაღალდაძე ყვება, რომ გარდაბნის რაიონში ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ „ქართული ოცნების“ ყველა მთავრობას წერდა. არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერსაც აქვს. მაღალდაძის თქმით, წერილობით ყველა უწყება ადასტურებს, რომ ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, საქმით არაფერი კეთდება.


 

 


 

„2014 წელს მივწერე ღარიბაშვილს წყალმომარაგების საკითხზე, გზაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტზე. 2014 წლიდან ვწერ- ვწერ და მომდის დადებითი პასუხები- წელს იქნება, მომავალ წელს იქნება. კვირიკაშვილის პერიოდშიც, გვპირდებოდნენ ხუთივე სოფლის წყალმომარაგებას, 2017 წელიც ამოიწურა. შემდეგ ცქიტიშვილი დაინიშნა, ისიც ამბობს პროექტები აუცილებლად გაგრძელდებაო. რამდენი ხანი უნდა გვატყუონ? 2017 წელს უნდა დასრულებულიყო და 2018 წლამდე გადაწიეს ვადები, სავარაუდოდ ამ მთავრობის პირობებშიც არაფერი გაკეთდება“, განაცხადა თეა მაღალდაძემ.

 

 


 

როგორც კომერსანტმა გაარკვია, პროექტი რომლის ჯამური ღირებულება 22 მლნ ლარს შეადგენს 2017 წლის 29 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, ხელშეკრულება მაშინ შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ გაფორმდა. თუმცა ახალსოფელში, ნორიოში, ვაზიანში, ახალ სამგორში და მარტყოფში ინფრასტრუქტურა  დღესაც მოუწესრიგებელია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძემ კომერსანტს განუცხადა, რომ არსებული პროექტი დახარვეზდა, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტი გადაიდო. როგორც სიხარულიძე განმარტავს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოების დასაწყებად მზადაა, უბრალოდ  პროექტის დამტკიცებას ელოდებიან.


 კომპანიის დირექტორის მოადგილე „კომერსანტთან“ პირველ ეტაპზე განსახორციელებელ სამუშაოებზე საუბრობს:

 

 


 

„პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სათავე ნაგებობის ნაწილობრივი მოწყობას, ჭაბურღილების და მათი შემკრები კოლექტორის, შემკრები რეზერვუარის, მდინარისგან დამცავი გაბიონების და სატუმბი სადგურის მოწყობას. საქლორატოროს მოწყობა და მაგისტრალური წყალსადენის ნაწილობრივი მოწყობას“,- განაცხადა ზაზა სიხარულიძემ.

 

დახარვეზებულ ტექნიკურ დოკუმენტზე საუბრობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. მათი ინფორმაციით პროექტი თავიდანვე არასწორად იყო დაგეგმილი. პრესამსახურის ინფორმაციით, იმისათვის, რომ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელებულიყო, პროექტში ტექნიკური ხასიათის ცვლილებები უნდა შეეტანათ, რასაც მუნიციპალიტეტმა დაახლოებით ერთი წელი მოანდომა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ პროექტი პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია:

 

 

 „ამ დროისათვის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომლისთვისაც 8 მილიონი ლარი გაიწერა, სოფელ ხაშმში (მილსადენის სათავე-ნაგებობაზე) დასრულდა ჭაბურღილების, საქროლატორო ნაგებობების და მთავარი ავზის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები. ასევე განხორციელდა 5კმ-იანი  სასმელი წყლის მაგისტრალური ხაზის მშენებლობის პროცესი.

 

პირველი ეტაპის, მეორე ნაწილის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან პროექტში შეტანილი ცვლილებების თანახმად (რომელიც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა) ადგილზე განახლდება სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც საზედამხედველო ინსპექტირებას შპს „ოპტიმალ+“ გაუწევს. 

 

ამავდროულად მიმდინარე წლის დეკემბერში, მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“,  რომლის ღირებულებაც 18 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულის ფარგლებში  სოფლებში მოხდება სასმელი წყლის მოცულობითი ავზების მოწყობა და მთავარი მაგისტრალური მილსადენის ხუთივე სოფლამდე მიყვანა.

 

მასშტაბური პროექტის მესამე ეტაპი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება,  მოიცავს აბონენტების ინდივიდუალურ დაქსელვას და გამრიცხველიანებას.

 

პროექტის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც ხუთი სოფლის მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ვაზიანისა და ახალი სამგორის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას შეძლებს“, - განმარტავენ გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

 


ავტორი: ბაჩო ადამია




„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up