უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი და შეზღუდვების მოხსნის ეტაპისთვის ბიზნესის მზადყოფნა  განიხილა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი და შეზღუდვების მოხსნის ეტაპისთვის ბიზნესის მზადყოფნა განიხილა

access_time2021-01-13 14:40:00

საქართველოში ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების მოხსნისთვის ბიზნესის მზადყოფნის პირობები და პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა მისი საერთაშორისო აღიარებაა - ვაქცინა უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება.



უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე განიხილა პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გასული წლის ბოლოს დაიწყო. 3 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 შემთხვევა გამოვლინდა, რის შემდეგაც PCR-ტესტირება სხვა დაწესებულებებშიც ჩატარდა. კერძოდ, 11 იანვარს, ტესტირება ჩაუტარდა ნომერ მე-2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ 1 აღმოჩნდა კოვიდ-დადებითი. 12 იანვარს, ინტენსიური PCR-ტესტირების ფარგლებში, ტესტირება ჩატარდა მე-6 რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.



საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში სრულად კონტროლდება ვითარება, სისტემის დაცულობისთვის ტარდება კომპლექსური პრევენციული ზომები და ამ ღონისძიებების შედეგად ხდება ვირუსის შესაძლო შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობა.



საბჭომ ასევე იმსჯელა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპამდე ბიზნესის მზადყოფნის აუცილებლობაზე და მიიღო ინფორმაცია ეკონომიკურ სუბიექტებთან შეხვედრების შესახებ, რომელიც მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად იმართება. მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.




ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსზე ტესტირება ტაქსის 6 ათასზე მეტ მძღოლს ჩაუტარდა, თუმცა დადებითი შემთხვევების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. ასევე, კორონავირუსზე გაიტესტა სხვადასხვა კონფესიის 2 ათასზე მეტი მსახური და ინფიცირების მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც 1%-ია. გაიზარდა ბაზრობებზე მოვაჭრეთა ტესტირების რაოდენობაც და 4 ათასი ტესტიდან დადებით შემთხვევათა რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია.



უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და პირველად, ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხები 10%-დან 8%-ზე ჩამოვიდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება, რათა ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდოს.



ამასთან, აქტიურად გრძელდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულების კონტროლი. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 195 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 145 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 050 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.



საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 243 255 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 227 611 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 846 ადამიანი.



ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 496 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 579 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 873 პირი.



პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up