უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა  და ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა

access_time2021-01-18 14:10:00

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზრუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„საბჭომ დეტალურად იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმასა და იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.



საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და მისი საერთაშორისო აღიარებაა.



უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება. საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.



მსოფლიოში არსებული ტენდენციებისა და ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდება ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.




ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.



გარდა ამისა, შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად კონტროლდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულება. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.



საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელების საფუძვლით დაჯარიმდა 3 ობიექტი, რომელიც მათ შორის გასართობ დაწესებულებაში, ხალხმრავალი სოციალური ღონისძიების ორგანიზებას გულიხსმობდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა, ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ.



საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 247 915 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 234 636 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 958 ადამიანი.



ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 460 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 634 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 670 პირი.



პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?
access_time2021-03-04 19:00:00
22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.   კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?   2014 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო მოსკოვის წინაამღდეგ საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო,...

რა მოელის წვეულებების კულტურას?

რა მოელის წვეულებების კულტურას?
access_time2021-03-04 20:00:14
„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს.   არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?   ვითარების თუნდაც მოკლე და ზედაპირული ანალიზი ამ სიტყვებს ადასტურებს. კლუბები და ბარები დაკეტილია, მათი გახსნის ვადა კი გაურკვეველი რჩება. საფრანგეთის დასასვენებელი ადგილების და ღამის კლუბების ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში 430 ღამის კლუბი...

აფბა - ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

აფბა -  ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს
access_time2021-03-04 17:30:18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ -  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით...


მსგავსი სიახლეები

up