უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაცია და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაცია და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა

access_time2020-12-07 15:00:00

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაციისა და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ გამოცხადებული მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის პროცესის შეუფერხებელ განხორციელებაზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა სხდომაზე აღნიშნა, შემოსავლების სამსახურში მიმდინარეობს 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ამ ეტაპისთვის, უწყებაში 14 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა და კომპენსაციების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება. იმ მეწარმეებს, რომლებსაც შეზღუდვები შეეხოთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს, დროულად შეავსონ შესაბამისი ფორმა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, ზუსტად მიუთითონ დასაქმებულთა პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რათა მოქალაქეებმა დახმარება ახალ წლამდე მიიღონ. რეგისტრაციის პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება, დაზუსტებები კი 28 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.



სხდომაზე აღინიშნა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა, თუმცა შემთხვევების რაოდენობის კლება შაბათ-კვირას ტესტირებებზე დაბალ მიმართვიანობას უკავშირდება. ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას და ექიმების უმნიშვნელოვანეს როლს ამ მიმართულებით. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თუ გლობალურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69%-ია, საქართველოში ეს რიცხვი 83%-ია, რაც პოზიტიური მაჩვენებელია.



საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების მზარდ რაოდენობაზე, რომელმაც გასული კვირის ბოლოს ყველაზე მაღალ ნიშნულს - 17 ათასს გადააჭარბა, მიმდინარე კვირის განმავლობაში კი, ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, რასაც კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლებიც დაემატება. მათ შორის, როგორც ცნობილია, განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება. მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და როგორც ექიმის მიმართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე და გაიკეთონ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კი უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე - http://ambulatoria.moh.gov.ge/, ან დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე - 1505.



სხდომაზე აღინიშნა, რომ პანდემია გლობალურად უკან არ იხევს და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 67,5 მილიონს გადააჭარბა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიან აღსრულებას და ყველა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვას - მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.




სხდომაზე იმსჯელეს კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, გარდა COVAX პლატფორმისა, სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებთან და მწარმოებლებთან.



საბჭომ ასევე განიხილა ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება.



2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 785 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.



საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით შემოწმებული ობიექტებიდან, ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა 1986 ობიექტზე, მათგან დაჯარიმდა 3 ობიექტი; განმეორებით გადამოწმებული ობიექტებიდან 317 მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.



ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 164 976 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 137 499 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1540 ადამიანი.



ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1267 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3744 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6963 პირი.



პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up