უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის პროცესი განიხილა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის პროცესი განიხილა

access_time2021-10-12 17:00:00

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ჰოსპიტალური სექტორის მზაობა და ვაქცინაციის პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ვაქცინაციის ტემპის გაზრდას, ისე მოქმედი რეგულაციების აღსრულებას - სოციალური დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებას, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში.


აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, იწყება ვაქცინაციის მარათონი რეგიონებში. ამ მიზნით, მობილური ბრიგადები იგზავნება სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს მათ სერვისი ადგილზე მიაწოდონ.


დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით, აცრილია მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 879 630 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30%-ს შეადგენს.



ამასთან, როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა ე.წ ბუსტერ დოზის გამოყენება 50 წლის ასაკის შემდგომ და იმ პირებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. სრულად ვაქცინირებულ პირებს, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში, შეუძლიათ ბუსტერ დოზის გაკეთება „ფაიზერით“, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, ხოლო „ასტრაზენეკათი“ ბუსტერ დოზა არ კეთდება. იმ პირებს, რომელთაც ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ „ასტრაზენეკათი“, ბუსტერ დოზის სახით „ფაიზერის“ გაკეთების შესაძლებლობა მიეცემათ.


გარდა ამისა, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ აცრილ მოქალაქეებს, სასწავლო თუ საქმიანი ვიზიტის მიზნებიდან გამომდინარე, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 28 დღის შემდეგ, ეძლევათ დამატებითი ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა „ფაიზერით“, იმ ქვეყნის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადაც ისინი მიემგზავრებიან. ამისთვის, საჭირო იქნება ამცრელ დაწესებულებაში მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა და მიზნობრიობის დასაბუთება. ასევე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დასაშვებია 12 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობელთა ჯანმრთელობას.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 640 358 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 603 995 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 9 306 ადამიანი.


ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 71 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 749 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 616 პირი.


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up