უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება

access_time2020-09-24 15:10:34

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაწყებითი საფეხურის - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება აჭარის რეგიონის სკოლებსა და როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ სასწავლებლებში.


უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ამ ეტაპზე დისტანციური სწავლა შენარჩუნდება ასევე თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში.


გარდა ამისა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ხვალიდან აიკრძალება რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ.


ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლის დატოვებისგან.


ასევე, ძალაში რჩება რეკომენდაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.



როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, დღეს, რისკების მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე, მნიშვნელოვანია სწრაფი გამოვლენა და გავრცელების შენელება, კლინიკური მართვა და ადამიანის სწრაფი დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში.


ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, 112-ისა და სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, საკარანტინე სივრცეები და ტესტირება. ვირუსის მართვის კუთხით დაგროვილი საერთო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა კლინიკური მართვის ნაწილშიც და ამოქმედდა როგორც ბინაზე, ასევე - კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა, ხოლო მძიმე პაციენტები სტაციონარში რჩებიან.


პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს და სწორედ ამას ემსახურება ის ლოკალური, მიზნობრივი შეზღუდვები, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.


საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვირუსთან ადაპტაციის ეტაპზეც გამოიჩინონ მაქსიმალური დისციპლინა, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას.


დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4399 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1705 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 26 ადამიანი.


ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5584 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 563 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up