უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება; რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ; 10 დიდ ქალაქში სწავლა 25 ნოემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება; რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ; 10 დიდ ქალაქში სწავლა 25 ნოემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

access_time2020-11-03 14:46:07

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება; რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პირბადე მთელს მსოფლიოში აღიარებულია ვირუსის გავრცელების შენელებისა და თავდაცვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად, შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების მიერ პირბადის გამოყენებას ღია სივრცეებშიც, რადგან 90%-ის მიერ პირბადის სწორად გამოყენება ინფექციის გავრცელების რისკს 70%-ით ამცირებს.



ინფექციის გავრცელების მომატებული რისკის გამო, შეზღუდვა, რომელიც თბილისში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედ რესტორნებზე ვრცელდებოდა, მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებს და ყველა რესტორანი 22:00 საათამდე იმუშავებს. ამასთან, კვლავ შეზღუდულია ისეთი სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და ა.შ.



როგორც ცნობილია, ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაში იყო განთავსებული, რის გამოც ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანი იყო, არჩევნებისთვის მოსამზადებელი და შემდგომი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 ოქტომბრიდან, დროებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, I-XII კლასის ჩათვლით, 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.




უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული სასწავლებლები და საბავშვო ბაღები იმავე რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას, როგორც დღემდე.



საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, ასევე განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ქვეყნის სტრატეგია, რომელიც ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, სისტემური შეზღუდვების ნაცვლად, წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენებას გულისხმობს.



საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ მუშაობაზე. აღინიშნა, რომ მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე ეფექტურად ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს. როგორც მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, „ცენტრალური ონლაინკლინიკის ამოქმედების დღიდან 33 000-ზე მეტი შემთხვევა იმართა. ონლაინკლინიკა დაკომპლექტებულია ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებითა და ოპერატორებით, რომელთაც სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს.



დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44522 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 28633 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 362 ადამიანი.



ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3080 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 264 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4253 პირი.



პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“– ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up