უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდ-საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდ-საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

access_time2021-03-30 14:30:00

კოვიდ-საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩაერთვებიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ვაქცინაციის ჩატარებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა, სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა.


საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის ფონზე დაფიქსირებული შემთხვევების მატების მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ თებერვლის დასაწყისის შემდეგ, გასული 24 საათის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 673 ახალი შემთხვევა; გარდა ამისა, იზრდება ინციდენტობის და დადებითობის მაჩვენებელი, რაც ძალიან საყურადღებოა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფამ, შესაძლოა, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღისა და, შესაბამისად, ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის წინაშე დააყენოს. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.


მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდება, საბჭო მზად არის, იმსჯელოს ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გარკვეულ შემსუბუქებაზეც.



სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარდა, დღეიდან უკვე „ფაიზერითაც“ დაიწყო. იმუნიზაცია ხორციელდება სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სპეციალურ პორტალზე რეგისტრირდებიან. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა მომავალ კვირას ელოდება ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის" 100 ათას დოზას, რომელიც მკაცრი მარეგულირებლის მიერ უკვე ავტორიზებულია. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 281 145 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 272 899 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 773 ადამიანი.


ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 263 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 214 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1 624 პირი.


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up