უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე გაიხსნება ბიბლიოთეკები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე გაიხსნება ბიბლიოთეკები

access_time2020-08-05 13:33:51

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზადაა ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური. გარდა ამისა, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაჯამა ერთიანი ეროვნული გამოცდების, სამაგისტრო გამოცდების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები და აღნიშნა, რომ პროცესი სრულყოფილ აკადემიურ და უსაფრთხო გარემოში, სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად ჩატარდა და მაქსიმალურად იყო დაცული ყველა აბიტურიენტის ინტერესი. იმ აბიტურიენტს კი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დარჩენილი გამოცდის სამკურნალო დაწესებულებაში ჩაბარების შესაძლებლობა მიეცა, რაც უპრეცედენტო ფაქტი იყო.



გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით დასაშვები ხდება ბიბლიოთეკების ფუნქციონირება. შესაბამისი პროტოკოლი უახლოეს დღეებში დამტკიცდება.



საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საოპერაციო შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინეს ანგარიში საქართველოში იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებთან დაკავშირებით, რომლებთანაც საქართველომ საზღვრები ორმხრივად უპირობოდ გახსნა. ვიზიტორებს და უცხოელ ტურისტებს, სურვილის შესაბამისად და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აეროპორტშივე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. აღსანიშნავია, რომ პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა. საბჭოს წევრების შეფასებით, აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია ფრთხილი და გონივრული მიდგომის კვლავ შენარჩუნება.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კი, შეაჯამა საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელი პირებისთვის განკუთვნილი პლატფორმის ფუნქციონირება. მინისტრის ინფორმაციით, ინტერესი სულ უფრო მზარდია და დღევანდელი მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულია 2 700-მდე განაცხადი. გარდა ამისა, იქმნება პლატფორმა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს მისცემს საშუალებას, საქართველოდან გრძელვადიანად, დისტანციურად იმუშაონ. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ კუთხით ძალიან მაღალი ინტერესია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან, რომელმაც თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა.




როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად ხორციელდება, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.



საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს საკარანტინო სივრცეების კუთხით არსებული შესაძლებლობები და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმა.



სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, კვლავ აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, მათ შორის - პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.



დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1197 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 974 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 17 ადამიანი.



ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 7071 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 294 პირი.



პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up