უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, სადაც ინტენსიური თერმოსკრინინგი განხორციელდება, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, სადაც ინტენსიური თერმოსკრინინგი განხორციელდება, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან

access_time2020-09-16 15:17:21

ბათუმში მიმდინარე ინტენსიური თერმოსკრინინგი, მათ შორის კომერციულ დაწესებულებებში, კიდევ უფრო გაძლიერდება, ასევე, მოეწყობა სპეციალური საკონტროლო პუნქტები, რაც ბათუმში შემსვლელ-გამსვლელთა თერმოსკრინინგს გულისხმობს, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მთავრობის მეთაურის დავალებით, ბათუმში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ მართვის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომლებიც საბჭოს სხდომას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეუერთდნენ.



ამასთან, ბათუმში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი უწყებების მხრიდან გამკაცრებულია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების აღსრულების კონტროლი.



საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების დინამიკა. აღინიშნა, რომ მთავრობა სრულად მართავს ვითარებას, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის გამოცხადება ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, შეზღუდვები და შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება ლოკალურად, კონკრეტულად იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.




უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს იმ სფეროში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ეპიდემიის გამო კიდევ ერთხელ დაწესებულმა შეზღუდვებმა დააზარალა. მთავრობა მუშაობს, რათა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოყენებული იქნება ფრთხილი მიდგომები, რათა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ეს საკითხი სპეკულაციის საგანი არ გახდეს.



უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაითვალისწინონ დადგენილი რეგულაციები, ატარონ პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან და ხელი შეუწყონ წესრიგის დაცვაში შესაბამის უწყებებს.



დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2758 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1412 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.



ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.



პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი

დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი
access_time2020-10-31 12:47:41
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის...

ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....


მსგავსი სიახლეები

up