უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა

access_time2020-09-22 16:57:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იმოქმედონ დადგენილი რეგულაციებით, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა პანიკის საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მართვადია.


კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.


როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს; შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა მოქალაქემ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ცალკეულ შემთხვევაში გამოყენებული იქნება მიზნობრივი, ლოკალური შეზღუდვები კონკრეტულად იმ რეგიონებში, სადაც მსგავსი საჭიროება დადგება და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება.



ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება პირბადის გამოყენების მნიშვნელობაზე, რომელიც მათი შეფასებით, მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.


„ჩვენ დღეს ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით და იმდენი რამ გვაქვს ნასწავლი, რომ ჯარიმებისა და მკაცრი მიდგომების გარეშეც, პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას ვიცავდეთ. ინფიცირების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დაიცავს წესებს თითოეული ჩვენგანი. როდესაც ვსაუბრობთ, როგორც პირბადის ტარების, ისე დისტანციის დაცვისა და არასაჭირო შეკრებებში მონაწილეობისგან თავშეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების რაოდენობასთან“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1574 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 23 ადამიანი.


ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5255 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up