უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება

access_time2021-02-15 16:00:00

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციის და შეზღუდვების შემსუბუქების დღეს დაწყებული შემდგომი ეტაპის პარალელურად, უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება, - აკრძალულ და ნებადართულ საქმიანობებზე აღსრულების კონტროლსა და დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გაგრძელებაზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს იმსჯელა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა, თუმცა მშობლებს კვლავაც აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა. ამავდროულად, დღეიდან, კვების ობიექტებს ღია სივრცეებში, სტუმრების მიღება შეუძლიათ (შაბათ-კვირის გარდა). ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სარესტორნე ბიზნესის ჩართულობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა განახლებულ პროტოკოლებსა და წესებზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან ერთად, რაც დაეხმარება კაფეებსა და რესტორნებს, რომ შემდგომ ეტაპებზე შიდა სივრცეების გახსნას მომზადებული შეხვდეს. აგრეთვე აღინიშნა, რომ სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც არ ჰქონდათ შესაბამისი ფართები ღია სივრცეების მოსაწყობად, ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ ტროტუარების დროებით სარგებლობაში გამოყენება შესთავაზა.



სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. კვლავ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე, ამასთან, როგორც ცნობილია, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იზრდება. ამასთან, როგორც ცნობილია, ორგანიზაციები და ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის გამო დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებითა და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით.



ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციაზე ისაუბრა საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მასშტაბით ახალ შემთხვევათა რაოდენობა თანდათან იკლებს, რასაც თან ახლავს ჰოსპიტალურ ქსელში პაციენტების რაოდენობის კლება. მისივე თქმით, 15 თებერვლის დადებითობის მაჩვენებელი 1.79 %-ს შეადგენს, დიდ ქალაქებში კი 7 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 1-დან-3 %-ის ფარგლებში, ხოლო 14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 1-დან-4%-ის ფარგლებში მერყეობს.



დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 7 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი ჩამოსულია 13-ზე, 14 დღიანი კი 14.5-ზე, როცა ნოემბერ-დეკემბრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 115-120-ის ფარგლებში იყო, რაც ქვეყანაში ეპიდსიტუაციის შესამჩნევ სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდიკატორი დადებითი დინამიკით ხასიათდება, ციფრები საქართველოსთვის მაინც საყურადღებოა და შეზღუდვების შემსუბუქება არ ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილე არ გვმართებს, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია უარი დიდ თავყრილობებზე, რაც ყველაზე მომატებულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ პარალელურად, შენარჩუნდება ინტენსიური ტესტირება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების ახალი შემთხვევები.




სხდომაზე ითქვა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სკოლის 50 000-მდე პედაგოგი გაიტესტა და მასწავლებლებში დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2%-ია. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მნიშვნელობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ჯანმრთელობა. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს სავალდებულო ტესტირება უტარდება.



სხდომაზე იმსჯელეს ვაქცინაციის პროგრამისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე. როგორც ცნობილია, შერჩეულია სამედიცინო დაწესებულებები და მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი. საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს, ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება და პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია, აცრა ნებაყოფლობითია.



სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პირბადეების მაქსიმალურად გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია ის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებია, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.



საქართველოს მასშტაბით, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, გრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი როგორც აკრძალულ და ნებადართულ საქმიანობებზე, ისე დაწესებულ სავალდებულო ტესტირებებთან დაკავშირებით. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ჯამში, labour.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირებულია 47 სავაჭრო მოლი, 26 საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტი, 2 267 სკოლა და 53 ბაზარი. 2-კვირიან ჭრილში 47 მოლიდან 46 აკმაყოფილებს მოთხოვნებს ტესტირებებთან დაკავშირებით, 26 საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტიდან ტესტირების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს 5, სკოლების მიმართულებით საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს პროცესი, ხოლო რაც შეეხება ბაზარს და ბაზრობებს, დღეის მდგომარეობით, ნებართვა მიენიჭა 52-ს 53-დან.
ამასთან, ბექა ფერაძის თქმით, გასულ შაბათ-კვირას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შსს-სთან ერთად აქტიური მონიტორინგი განახორციელა და ჯამში გამოვლინდა 7 სამართალდარღვევა, საიდანაც 4 ახოციელებდა სოციალურ ღონისძიებას, რომელიც დღეის მდგომარეობით აკრძალულია. გამოყენებულ იქნა სანქცირება როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირების მიმართ, ხოლო ერთი ობიექტი განმეორებით სამართალდარღვევისთვის გადაეცა შსს-ს და დაილუქა.



2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, შრომის ინსპექციის მიერ სხვდასხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად განხორციელებული აქტივობა ჯამში 54 322-ს შეადგენს - აქედან ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდა 31 587 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, 6 163 ობიექტს შეზღუდვების დაწესების პირველ ეტაპზე შეეზღუდა საქმიანობა, ხოლო რეკომენდაციების აღსრულებაზე შემოწმდა 1000-მდე ობიექტი. 63 ობიექტი დაჯარიმდა და 15 678 ობიექტი შემოწმდა განმეორებით, რომლებმაც მომდევნო ეტაპზე დააკმაყოფილეს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები.



საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 265722 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 258732 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3363 ადამიანი.



ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 238 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 232 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1932 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up