უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება

access_time2020-10-20 12:52:49

თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინე სივრცეში განთავსდნენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ შეზღუდვის დაწესება მცხეთის მუნიციპალიტეტში საჭირო გახდა, რამდენადაც 22:00 საათის შემდეგ შეკრებები დედაქალაქის ნაცვლად მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებში დაფიქსირდა.



უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულონ დადგენილი წესები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.



საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინიმუმ 4 000 საწოლია მობილიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით კიდევ უფრო აქტიური მუშაობა დაევალა, რათა დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი ჰოსპიტალურ სექტორში იყოს მზადყოფნაში. აღინიშნა, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი, როგორც ექიმების, ისე საწოლფონდის კუთხით, თუმცა რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების კონსოლიდაცია, რათა პროცესის წარმატებით მართვა გაგრძელდეს.



საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კლინიკური მართვის ახალი მოდელი იძლევა საშუალებას, საჭიროების მიხედვით საწოლების საჭირო რაოდენობა არსებობდეს, რამდენადაც, მედიკოსთა კონსულტაციების შედეგად, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში, ან ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში", ხოლო მძიმე პაციენტები რჩებიან სტაციონარში.




საბჭომ განიხილა ბოლო დღეებში პირველადი ჯანდაცვის კუთხით გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები და მათი დროული აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ხარვეზებს სისტემური ხასიათი არ აქვს და ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.



საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში განახლების პროცესში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებზე. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინფორმაციით, თითოეულ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებები ოპერატიულად და ინდივიდუალურ რეჟიმში, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაშია განთავსებული, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28,29 და 30 ოქტომბერს დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.



საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ნოემბრიდან, ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, მილანის, მიმართულებებზე ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების განახლებას ეტაპობრივად შეძლებენ. დღემდე არსებულ მიმართულებებზე - მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით კი ფრენების სიხშირე გაიზრდება. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციებისა და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, ფრენების ეტაპობრივი აღდგენის მიდგომა შენარჩუნდება.



დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 857 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 8 666 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 158 ადამიანი.



ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6407 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 1420 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2862 პირი.



პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up