ონის მუნიციპალიტეტის კურორტ უწერაში Radisson-ის ბრენდის სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა „ბიზნესპარტნიორს“ უთხრა, რომ 85-ნომრიანი სასტუმრო სანატორიუმი უწერის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„5–ვარსკვლავიან სასტუმროში იქნება 25–მეტრიანი აუზი, გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი. მიმდინარეობს მოლაპარაკება და თითქმის უკვე დასრულებულია საერთაშორისო ოპერატორ Radisson-თან. არსებობს სიტყვიერი თანხმობა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დონის სასტუმროების ქსელი რაჭაში დაიწყებს ოპერირებას“, - აცხადებს ხიდეშელი.
მისივე განმარტებით, მშენებლობის პროცესში ძირითადად, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, ანალოგიურად გაგრძელდება სასტუმროს გახსნის შემდეგაც.
პროექტში ინვესტორი საპარტნიორო ფონდს შემოჰყავს და რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტირება ხორციელდება.
შეგახსენებთ, კურორტი უწერა ცნობილია სასარგებლო მინერალური წყლებით, რაჭაში ყველაზე მეტი მინერალური წყალი აღნიშნულ სოფელშია.
business-partner.ge