უწერაში 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

უწერაში 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

access_time2018-05-21 14:55:31


 

ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, უახლოესი 7 წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50 ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება.

 

ამ საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს ლიცენზია, რომლის მფლობელიც 2018 წლის მაისში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოვლინდა.

 

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონში როგორც ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბების, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მატების თვალსაზრისით. 

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგნოზით, პროექტი ასევე გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.

 

აუქციონის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბიჯი ინვესტმენტი“.

 

საბადოზე ლიცენზიის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 1 252 779 ლარი. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ლიცენზიის გაცემიდან ხუთი წლის ვადაში განახორციელოს 3 000 000  (სამი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, ხოლო მომდევნო ორი წლის ვადაში დამატებით 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია. კომპანიას ასევე აქვს საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ვალდებულება, რაც არსებითად მნიშვნელოვანია. ლიცენზიის გაცემიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში მან უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა.

 

უწერის მინერალური წყლის საბადო წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ უნიკალურ საბადოს, წყლის გენეზისისა და მისი ფორმირების თავისებურებებიდან გამომდინარე. 

 

მინერალური წყალი ფორმირდება „ბროლის მთის“ კრისტალურ ჰორიზონტებში, ასევე, მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით, რაც ცხადია, საბადოს მატებს სამკურნალო თვისებებს. „უწერის“ და „ტერსინის“ ტიპის წყლების გამოყენება შესაძლებელია ჩამოსასხმელად, როგორც სასმელ-სამკურნალო - სუფრის წყალი, ხოლო დარასუნის ტიპის წყალი გამოიყენება ბალნეო-სამკურნალო მიზნებისათვის.




დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up