უვნებელი სურსათი ჯანმრთელი მომავლისთვის! 7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება

უვნებელი სურსათი ჯანმრთელი მომავლისთვის! 7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება

access_time2021-06-07 18:30:00

7 ივნისს „სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე“ სლოგანით - „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, 2019 წელს დაწესდა. მისი მიზანია სურსათის უვნებლობის რისკების პრევენცია და მართვა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


წელს მსოფლიომ მთავარ გზავნილად აირჩია „უვნებელი სურსათი ჯანმრთელი მომავლისთვის“.


სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა.


ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და ყურადღება მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე გაამახვილა.


„გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში, თანმიმდევრულად მუშაობს და მნიშვნელოვანი პროგრესიც გვაქვს. რა თქმა უნდა, გამოწვევები ამ სფეროში ჯერ კიდევ რჩება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის, რომ სურსათის უვნებლობა და უვნებელი სურსათი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს არის მთლიანად საზოგადოების, თითოეული მეწარმის, შესაბამისი ასოციაციების პასუხისმგებლობა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია მივიღოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იზიარებს და ნერგავს მათ მიერ აღიარებულ სტანდარტებს. 2015-2020 წლებში, DCFTA-ის შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან 146 სამართლებრივი აქტი დაახლოვდა.


მიმდინარე წელს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 10 650 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა) განხორციელდა. გამოვლინდა 888 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მონიტორინგის ფარგლებში აღებულია 656 ნიმუში (ცხოველურ და არაცხოველურ სურსათში ნიმუშების კვლევა ხორციელდება სხვადასხვა პარამეტრზე, მათ შორის: სახეობრივი, აკრძალული ნივთიერებები, მძიმე მეტალები, პესტიციდები, ნარჩენები, ტრანსცხიმები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, სალმონელა, ლისტერია).


ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის, სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს 1 964 587 ვეტერინარული მანიპულაცია; იდენტიფიცირებულია 184 774 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი; სეზონური გადარეკვისას, გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 327 453 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.


ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, გააქტიურდა ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი.


აქტიურად მიმდინარეობს მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, მათ შორის, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი.



თეგები:
სურსათი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up