„უთოვლობის გამო გუდაურში იანვრის თვის ჯავშნები უქმდება“

„უთოვლობის გამო გუდაურში იანვრის თვის ჯავშნები უქმდება“

access_time2020-01-09 10:00:48

ზამთრის სეზონის პიკზე გუდაურში ამ დრომდე არ მოუთოვია. კურორტებზე ტურისტების რაოდენობა მცირეა. სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, თბილმა ზამთარმა შესაძლოა ტურისტული სეზონი ჩაშალოს. როგორც სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელი ლევან კარიჭაშვილი აცხადებს, ზამთრის სეზონის დასაწყისი უთოვლობის გამო გუდაურში უკვე ჩავარდა. მისი თქმით, სასტუმროს წყლის პრობლემა არ ჰქონია, თუმცა იმის გამო რომ გუდაურში თოვლი ამ დრომდე არი არის სტუმრებმა იანვრის ჯავშნები საერთოდ გააუქმეს. ლევან კარიჭაშვილი ამბობს იმისაც, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გუდაური ტურისტების გაზრდილი რაოდენობის მისაღებად მზად არ არის.  

 

„ჩვენ წყალი ერთი დღე არ გვქონდა, მიზეზი ადგილობრივი დაზიანება იყო, თუმცა, პრობლემა მეორე დღესვე მოგვარდა. გულის ფანცქალით ველოდებით, რომ წყლის მოწოდების პრობლემა ისევ გვექნება. ახალ წლის პერიოდში 90 პროცენტმა ჯავშანი გააუქმა, თუმცა, ეს თოვლის ბრალი უფრო იყო ვიდრე უწყლოობის, რადგან წყლის პრობლემა პირველი იანვრიდან დაიწყო, ხოლო ჯავშანს დეკემბრის ბოლოს აუქმებდნენ, რადგან გუდაურში თოვლი არ იყო. დღეს გუდაურში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ბევრი ლაპარაკობს, რომ კურორტზე უამრავი რამ კეთდება, გეგმებს სახავენ, თუმცა, თვალებში ნაცარს გვაყრიან. იმის მოლოდინიც არ გვაქვს, რომ ტურისტები ჩამოვლნენ. ყოველ წელს, ჩვენი კურორტების და ქვეყნის ანტირეკლამა მიდის და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს?“,- აცხადებს ლევან კარიჭაშვილი.

 

თოვლის მოლოდინშია საოჯახო სასტუმრო „დათას“ მფლობელი ნინა სეთურიძე. სიტუაცია არც ამ შემთხვევაში იცვლება. როგორც „კომერსანტთან“ საუბარში სეთურიძე აცხადებს, სტუმრებმა უთოვლობის გამო იანვარში გუდაურში ჩასვლაზე უარი თქვეს და ჯავშნები გააუქმეს.


 

„ჩვენთან დაბლა გუდაურში წყლის პრობლემა არ ყოფილა, თუმცა არ გვაქვს თოვლი. წყლის პრობლემა არის ახალ გუდაურში, „რედკოს“ დასახლებაში. ჩვენთან ჯავშნები უთოვლობის გამო გააუქმეს. იანვარში რომ ჯავშნებს მოხსნიან რა უნდა ქნა, ეს არის საშინელება. ადამიანები როდესაც გვირეკავენ ვპასუხობთ, რომ არ არის თოვლი და ტყუილად ხომ არ ჩამოვიყვანთ. დაჯავშნილია იანვრის ბოლო, თებერვალი და იმედია თოვლი იქნება“ - განაცხადა ნინა სეთურიძემ.

 

როგორც ცნობილია წყლის მიწოდების პრობლემა ჰქონდა „რედკოს“ დასახლებას. დღეს კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ დღეისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და „რედკოს“ ყველა დასახლებას წყალი მიეწოდება. მათი ინფორმაციით პარალელურ რეჟიმში გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ დამატებითი სარეზერვო სისტემები შეიქმნას. „კომერსანტის“ კითხვაზე თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ახალ გუდაურში შექმნილი ვითარებაზე, დეველოპერულ კომპანია „რედკოს„ თუ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“,ამაზე პასუხის მიღება მედიაჰოლდინგმა ვერ შეძლო.  


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up