,,უთიხესი“ (UTIKHESI) – კერამიკული ნაკეთობები და მასტერკლასი გამოცდილი კერამიკოსისგან

,,უთიხესი“ (UTIKHESI) – კერამიკული ნაკეთობები და მასტერკლასი გამოცდილი კერამიკოსისგან

access_time2021-10-08 14:00:01

,,უთიხესი“ ქართული ბრენდია, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა და მალევე მიიქცია კერამიკის მოყვარული საზოგადოების ყურადღება. თუკი თიხა ადამიანში სიძველესთან ასოცირდება,  კერამიკოსმა ტატა რობიტაშვილმა შეძლო,  დიზაინში თანამედროვე ხასიათი შეეტანა და საკუთარი კერამიკული სტილი ჩამოეყალიბებინა. საკუთარ გამოცდილებას კი კერამიკოსი  სახელოსნოს ბაზაზე ჩატარებულ მასტერკლასებზე უზიარებს ნებისმიერ მსურველს.

 


როგორც ტატა რობიტაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, საყვარელ საქმეს,  დარგში არსებული ნეგატიური  პროცესების გამო, დიდი ხნით ჩამოშორებული იყო. მესამე წელია, რაც დედასთან და მეგობრებთან ერთად კერამიკული მცირე სახელოსნო ჩამოაყალიბა.  ნაკეთობებს ონლაინ ყიდის. რამდენიმე თვის წინ საკუთარი ბრენდიც შექმნა.

 


,,ქართული კერამიკა იმსახურებს, გახდეს ჩვენი ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ვაგრძელებთ ტრადიციას და ამავე დროს ვქმნით  თანამედროვე ნიმუშებს, რათა არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოში გავრცელებულ ტენდენციებს. თუკი რაიმე სიახლეს არ სთავაზობ საზოგადოებას, ინტერესსაც კარგავენ, ამიტომ არ უნდა გაჩერდე და სულ ახალ-ახალი იდეების ძიებაში იყო.

ასე გაჩნდა ჩვენს კოლექციაში კერამიკის რამდენიმე ნიმუში - ჯამ-ჭურჭელი, სხვადასხვა სუვენირი, ჭადრაკის ფიგურები და სხვა. საქმიანობის დაწყებამ რთულ პერიოდში მომიწია, როცა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქარხნები დაიკეტა და ქართველ კერამიკოსებს ურთულესი პერიოდი დაგვიდგა. ელემენტარულად, ნედლეულ არ იყო ქვეყანაში, ამიტომ რამდენიმე წლით ჩამოვშორდი საყვარელ საქმეს. ვცდილობ, კოლექციას  უფრო და უფრო მეტი შევმატო. პარალელურად ვატარებ მასტერკლასებს. ამ დარგით დაინტერესებულთა წრე თანდათან ფართოვდება“, – ამბობს კერამიკოსი.



რაც შეეხება ნედლეულს, როგორც ტატა რობიტაშვილი ამბობს, გამოიყენება როგორც ქართული, ასევე  იმპორტული ნაწარმი, მათ შორის თიხა და სხვადასხვა პიგმენტი.




იმისთვის, რომ ნაკეთობა ტექნოლოგიურად დაიხვეწოს, კერამიკოსს საკუთარი დედა, პროფესიით ქიმიკოსი ელენე კოშევაია-რობიტაშვილი ეხმარება.



,,თიხასთან ერთად ვიყენებთ  განსხვავებული მასალას, რასაც ინტერნეტ მაღაზიებში ვუკვეთავთ. მომხმარებელს  ვთავაზობთ განსხვავებულ ტექნოლოგიას, რომელიც საქართველოში არ იყიდება. ეს არის სხვადასხვა პიგმენტები, რომელიც ფაქტობრივად ,,მიწიდან ამოვთხარეთ“.  საბოლოოდ მივაღწიეთ ტექნიკას, რაც ნიმუშებს უფრო დახვეწილს და სრულყოფილს  ხდის. ამაში ქიმიკოსი დედა დამეხმარა, რომელიც თავდაუზოგავად ჩაერთო ამ საქმეში. მისი მეშვეობით ტექნოლოგიურადაც წინ წავიწიეთ, როგორიცაა  ჭიქურის და პიგმენტის შეფერილობა. რასაც ვაკეთებთ, სრულ ენთუზიაზმზე დაფუძნებული იდეაა, რომელშიც დიდი ენერგია და რესურსი ჩავდეთ“, - ამბობს ტატა რობიტაშვილი.



რაც შეეხება ფასებს, ,,უთიხესის“ ბრენდით ქართული კერამიკული ნიმუშების საწყისი ფასი 25-30 ლარია და მატულობს მასალის მოცულობის და შესრულებული სამუშაოს სირთულის შესაბამისად.



საწარმოს წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ თიხის ფესტივალის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობოდა მასტერკლასი, ასევე შესაძლებელი გახდებოდა კერამიკის ისტორიის გაცოცხლება. პანდემიის გამო ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს.



კერამიკის  მინი სახელოსნო  ,,უთიხესი“ (UTIKHESI)  ამ ეტაპზე სპონსორის ძიებაშია, წარმოების გასაფართოებლად.  


 

 


 მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up