უტეხავდა თუ არა ფულს თეა გოდოლაძე ილიაუნის

უტეხავდა თუ არა ფულს თეა გოდოლაძე ილიაუნის

access_time2021-09-01 16:15:13

მათთვის, ვინც ჩემს ბლოგებს ეცნობა, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის უჩვეულო პროფესიული ზნე და ხასიათი უცხო აღარ იქნება. ახლა იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც მენიშნა და რაც შესაძლოა იყოს ის, რის გამოც ადამიანები არა მარტო თანამდებობებსა და პოზიციებს ემშვიდობებიან, არამედ უფრო თვალსაჩინო პასუხისმგებლობასაც ვეღარ გაურბიან.


რაზე ვსაუბრობ – ვიცით, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, არსებობს ასეთი კომპანია – „სეისმიკ კონსალტინგი“, რომლის დირექტორიც 2010 წლამდე პერიოდში იყო თეა გოდოლაძე. ის ამ კომპანიის დამფუძნებელიც რომ არის, 40%-იანი წილით, საკუთარ ბიზნეს-პარტნიორ ზურაბ ჯავახიშვილთან და კიდევ 2 პიროვნებასთან ერთად, ესეც ვიცით.


საქმე ის არის, რომ „სეისმიკ-კოსალტინგის“ წესდება, პრაქტიკულად, ერთი–ერთში იმეორებს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფუნქციებს და ამოცანებს. ანუ, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე მიზნებით და ამოცანებით, ფლობენ ერთი მხრივ კომერციულ სტრუქტურას და იმავდროულად ილიაუნის დაქვემდებარებულ ინსტიტუტსაც მართავენ.


როგორც უნდა შეხედო, საიდანაც უნდა მოარგო სახელური, ამ ქოთანში ნოყიერი კორუფციული ინტერესების ფუთფუთის დიდი შესაძლებლობაა დაშვებული. კორუფცია კი, მოგეხსენებათ, ფულის ტომრით სახლში წაღება არ არის. კორუფცია, უპირველეს ყოვლისა, ამ შესაძლებლობის დაშვებაა. ჯერ დაუშვებ შესაძლებლობას, შემდეგ მას გამოიყენებ, ან იქნება არც გამოიყენებ, მაგრამ ის რომ, ეს შესაძლებლობა თავად დაუშვი, უკვე საეჭვოზე მეტია.



ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დაშვებულია შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე ამოცანების მქონე სახელმწიფო კვლევითი დაწესებულება და კომერციული სტრუქტურა (ერთი და იგივე ხელმძღვანელი პირებით წარმოდგენილი), ზიარჭურჭლის პრინციპით, ისე ახდენდეს შეკვეთებისა და დაკვეთების ერთი მხრიდან მეორეში გადადინებას, რომ გამოცდილი და მრავლისმნახველი მონიტორის გარდა ვერც ვერავინ მიუხვდეს რეალურ კომერციულ მიზანს.


საკითხი – კომპანია „სეისმიკ კონსალტინგის“ მეშვეობით უტეხავდა თუ არა ფულს თეა გოდოლაძე ილიაუნის, ღიად რჩება, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს გაცილებით მეტ ყურადღებას, ვიდრე ეს ერთი ბლოგის მასშტაბია.


გიორგი ცაგარეიშვილი

BFM.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up