რატომ მოუხსნა უკიდურესად გაჭირვებულ, უსინათლო ანა ბებოს სახელმწიფომ სოციალური დახმარება - დედოფლისწყაროს მერი და ჯანდაცვის სამინისტრო „კომერსანტს“ პასუხობენ

რატომ მოუხსნა უკიდურესად გაჭირვებულ, უსინათლო ანა ბებოს სახელმწიფომ სოციალური დახმარება - დედოფლისწყაროს მერი და ჯანდაცვის სამინისტრო „კომერსანტს“ პასუხობენ

access_time2019-02-27 13:00:45

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დედოფლისწყაროში, სოფელ საბათლოში მცხოვრები ანა ბებოს ფოტოები გავრცელდა. როგორც გაირკვა, მძიმე პირობებში მყოფ მოხუცს, რომელიც ასევე ასაკოვან შვილთან ერთად ცხოვრობს,  2 წელია სახელმწიფომ სოციალური დახმარება შეუწყვიტა.  საზოგადოება პასუხისმგებლობას შესაბამის უწყებებს აკისრებს და მოხუცის დასახმარებლად საქველმოწმედო აქციას იწყებს, მოწოდებით  —  „ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს“.


„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, რატომ დატოვა სახელმწიფომ მოხუცი უმწეო მდგომარეობაში და როგორია ოფიციალური უწყებების პასუხისმგებლობა. 


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი პრობლემას ნაწილობრივ ანა ბებოს შვილებისკენ ამისამართებს, თავად კი ერთჯერადი დახმარებების გაცემით იმართლებს თავს.


ჯანიაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ანა ბებოს უკვე ერთი წელია მუნიციპალიტეტი სისტემატურად ეხმარება, უგზავნის სურსათს, საჭირო დროს ექიმთან კონსულტაციაც დაუფინანსა და ყოველთვიურად ელექტროენერგიის გადასახადსაც უხდის. მიუხედავად ამისა, ანა ბებოს მაინც მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, რაშიც მერი ნაწილობრივ მოხუცის შვილს ადანაშაულებს.


„დენის გადასახადს ჩვენ ვუხდით, ამიტომ გაუგებარია, რატომ აქვთ ამის პრობლემა. რაც შეეხება ანა ბებოს ჯანმრთელობის მდგომაროებას, მას აქვს კანის დაავადება და თავის დროზე ჩვენ მზად ვიყავით ოპერაცია დაგვეფინანსებინა, თუმცა მოხუცს გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, შვილს კი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია. ძალით კი ვერავის გავუკეთებთ ოპერაციას,“ - აცხადებს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.


კითხვაზე რატომ აქვს სოციალური დახმარება ანა ბებოს შეწყვეტილი? როგორც დედოფლისწყაროს მერი გვპასუხობს, ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის:


„ჩემი კომპეტენია არ არის სოციალური დახმარების თემა, ამიტომ ჯობია ამ კითხვით შესაბამის უწყებას მიმართოთ“.


მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის თქვენი კომპეტენცია, ანა ბებოს პირადად იცნობთ და რამდენჯერმე მასთან სახლშიც იყავით, ამიტომ საინტერესოა თქვენი პირადი მოსაზრება   სჭირდება მოხუცს სოციალურ დახმარება?



„როგორც გითხარით, მე არ ვარ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები, თუმცა ისეთი გულჩვილი ვარ, ყველას დავეხმარებოდი. ანა ბებოც, ალბათ, იმსახურებს, მარგამ ეს უფრო კომპლექსური საკითხია. მოხუცს ჰყავს შრომისუნარიანი შვილი, რომელსაც, სხვათა შორის, 5 თვის წინ იმავე სოფელში შევთავაზეთ ანაზღაურებადი სამსახური. პასუხად უარი მივიღეთ. გვითხრა, რომ კუჭი აწუხებდა და ამიტომ ვერ შეძლებდა მუშაობას. სწორად გამიგეთ, ამ თვალსაზრისით ყველას გვაწუხებს ცოტ-ცოტა რაღაცები. ფიზიკურად ჯანრთელია შვილი და ამის მიუხედავად, სახლში რომ მიხვიდეთ, ისეთი ანტისანიტარიაა, შეწუხდებით. ამიტომ ძნელია ამ თემაზე საუბარი. მოკლედ, კომპლექსური პრობლემაა,“ - განმარტავს ნიკოლოზ ჯანიაშილი.   

 

დეტალების გასარკვევად „კომერსანტმა“კითხვებით სოციალური დახმარების სააგენტოსაც მიმართა. გთავაზობთ, მათგან მიღებულ პასუხებს:


-დედოფლისწყაროში მცხოვრებ ანა ბებოს ორი წელია, რაც მოხსნილი აქვს სოციალური დახმარება. რატომ?


-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. საბათლოში მცხოვრები ანნა მოსიანის ოჯახი 12.03.2017 წელს გადამოწმდა გრაფიკით გადასამოწმებელი ოჯახების გენერაციის საფუძველზე. 23.01.2018  წელს ოჯახმა შემოიტანა განმეორებითი განაცხადი. დეკლარაცია შეივსო ორ წევრზე ანნა მოსიანი და შვილი დ.მ. ოჯახის შემოსავალი დაფიქსირდა მხოლოდ ქ-ნი ანნას პენსია - 200 ლარი და სახლის მიმდებარე მიწის ნაკვეთი. ქ-ნ ანნას, დ.მ.-ს გარდა, კიდევ ჰყავს ცალკე მაცხოვრებელი ორი შვილი. ასევე, დაუფიქსირდა მოხმარებული ელექტროენერგიის მაღალი გადასახადი.

ოჯახს განმეორებითი განაცხადით მომართვის უფლება აქვს 2019 წლის 12 მარტიდან.


-ხომ, არ გეგმავთ, კვლავ აღუდგინოთ მას სოციალური დახმარება ?


-ეს დამოკიდებულია  ანნა მოსიანის  გადაწყვეტილებაზე. მას შეუძლია,  ხელახლა მიმართოს შესაბამის სამსახურს  მისი ოჯახის  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გადასამოწმებლად.   წინა დეკლარაციაში  დაფიქსირებულ მდგომარეობასთან  შედარებით,  თუ ოჯახის   სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა, ოჯახს დაენიშნება სოციალური შემწეობა.


- რა ალტერნატივა არსებობს იმისთვის, რომ სოციალური დახმარების სააგენტომ, შემწეობის გარდა, ანა ბებოსა და მის შვილს სხვა  სახითაც დაეხმაროს... ?


-ანნა  მოსიანი გახლავთ პენსიონერი და  ყოველთვიურად იღებს სახელწიფო  პენსიას  200  ლარის ოდენობით.


-საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სოციალური დახმარების მიმართულებით არაერთი ხარვეზია. ხომ არ აპირებთ ამ სოციალური დახმარების რეგულაციების გადახედვას ?


- მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესებასა და მიზნობრიობის გაზრდაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. ასე მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში გაიზარდა საარსებო მინიმუმის ოდენობა, შემცირდა კომუნალური მომსახურების გავლენა სარეიტინგო ქულაზე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში  კი ოჯახის ახალ შეფასებამდე ოჯახს არ უწყდება საარსებო შემწეობა და ა.შ.


 

სალომე ლემონჯავა

 





„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად გადაუვადეს სესხები, რომელთა ნაწილი...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-10 21:00:50
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით...

ჰაკერული შეტევის გამო, Bloomberg-ი შტატებში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს

ჰაკერული შეტევის გამო, Bloomberg-ი შტატებში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს
access_time2021-05-10 20:00:07
აშშ-ში ფასებმა ბენზინსა და დიზელზე შესაძლოა 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწიოს და ამის მიზეზი მილსადენ Colonial Pipeline-ის ოპერატორ-კომპანიაზე ჰაკერული შეტევაა. 8 მაისს ბენზინის საშუალო პასი 2,96 დოლარი 1 გალონზე (4 ლიტრი) იყო, ხოლო, სააგენტოს პროგნოზით, მაისს ბოლოს, როდესაც შტატებში ტრადიციული საზაფხულო სეზონი იწყება ფასმა შესაძლოა გალონზე 3 დოლარს გადააჭარბოს - ბოლოს ასეთი ფასი 2014 ლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ამჟამად...

მსოფლიოში სურსათზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

მსოფლიოში სურსათზე ფასებმა  6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია
access_time2021-05-10 19:00:43
გლობალური ბაზრებზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული სურსათის გაძვირება გრძელდება -  სოფლის მეურნეობის და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, აპრილში კვების პროდუქტებზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.   სასურსათო ფასების საერთაშორისო ინდექსი 2021 წლის მანძილზე 30,8%-ით გაიზარდა და 120,9 პუნქტს მიაღწია. ამ დინამიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ყველაზე მეტად კი, შაქრის...


მსგავსი სიახლეები

up