უშვებენ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს?-უწყების განმარტება

უშვებენ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს?-უწყების განმარტება

access_time2019-08-09 12:51:14

მას შემდეგ, რაც 7-წლიანი მინისტრობის მერე დავით სერგეენკო ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი უწყების პირველი პირის პოსტს დაემშვიდობა და პრემიერის მრჩევლად გადაინაცვლა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პორტფელი ეკატერინე ტიკარაძეს ჩააბარეს.


სამინისტროში ტიკარაძის მისვლიდან ერთ თვეში რეორგანიზაცია გამოცხადდა.


ჯანდაცვის სპეციალისტის, ვახტანგ სურგულაძის ინფორმაციით, ერთადერთი ცვლილება, რაც ტიკარაძის მოსვლის შემდეგ სამინისტროში დაიწყო, არის ის, რომ ყველა თანამშრომელს განცხადება დააწერინეს სამსახურიდან წასვლის შესახებ.


უშვებენ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს, ამ საკითხზე bm.ge-თან განმარტება მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.


მისი თქმით, ეს სტანდარტული გაფრთხილებაა და არ ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ისინი თანამდებობებს დატოვებენ.



„24 ივლისს გამოიცა მინისტრის ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და ასევე მის დაქვემდებრებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. აქ არის გამაფრთხილებელი განცხადება, რომელიც ასევე სტანდარტული პროცედურის ნაწილია. თანამშრომლები გაეცნენ ამ განცხადებას, რომ მას შესაძლოა, მოჰყვეს სტრუქტურული ცვლილებები და საშტატო ერთეულების შემცირება. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თანამშრომელს კონკრეტული რისკი აქვს სამსახურის დაკარგვის“, - განმარტავს გაბუნია.


მისი თქმით, რეორგანიზაციის მიზანია, სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა, მათ შორის ფუნქციური ერთეულების გაჩენა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვს.


„აქ ადამიანების მოზიდვაზე უფროა საუბარი, ვიდრე არსებულის სამსახურიდან გათავისუფლებაზე“, - ამბობს გაბუნია.


მისი თქმით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება სავარაუდოდ, მალე დასრულდება და სექტემბერში საბოლოო ხედვა ჩამოყალიბდება.



BMG





"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

access_time2020-04-01 12:30:33
„ვენდის“ და „ დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს. როგორც უკვე იცით, „ვენდიმ“ და „დანკინმა“ გაითვალისწინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა"...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს
access_time2020-04-01 12:45:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2587-ით დაიწყო, 12:45 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.2587-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2300 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა...

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა
access_time2020-04-01 11:30:38
კომპანია„სფეის კარგო“ სამხრეთ-ამერიკული ლოგისტიკური ქსელის წევრი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან. კომპანია ახორციელებს ტვირთებისა და ამანათების იმპორტსა და ექსპორტს 300-ზე მეტი მიმართულებით. ამანათები ჩინეთიდან, ამანათების ტრანსპორტირება ამერიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვები- ეს კომპანიის ძლიერი მხარეა. 11, 12 და 13 მარტს „სფეის...

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო
access_time2020-04-01 11:48:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო...

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია
access_time2020-04-01 11:30:22
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში "ბიზნესმენის დილა" აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის Grant Thornton Georgia-ს პარტნიორმა პაატა შურღაიამ, იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრა,რომლის წინაშეც დღეს საქართველოა. პაატა შურღაიას თქმით, მნიშვნელოვანია,რომ სახელმწიფომ კორონავირუსის პანდემიის ჩავლის შემდეგ, ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ,ტექნოლოგიური მიმართულებით ქვეყნის განვითარების გზებზე...


მსგავსი სიახლეები

up