უშედეგოდ დასრულებული ტენდერებით თავდაცვის სამინისტრო ლიდერობს

უშედეგოდ დასრულებული ტენდერებით თავდაცვის სამინისტრო ლიდერობს

access_time2017-03-28 14:10:56

ყველაზე მეტი უშედეგოდ დასრულებული ტენდერი თავდაცვის სამინისტროში დაფიქსირდა, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" 2016 წლის კვლევაში, რომლის მიხედვითაც მსხვილი შემსყიდველი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების 10 ყველაზე მაღალი პროცენტული წილით მთლიან შესყიდვებში გამოირჩევიან:

 

• თავდაცვის სამინისტრო - 41,23%

• სასჯელაღსრულების სამინისტრო - 36,76%

• საქართველოს რკინიგზა - 36,18%

• კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო -32%

• შინაგან საქმეთა სამინისტრო - 31,59%

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო -29,70%

• ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 29,49%

• იუსტიციის სამინისტრო -28%

• შემოსავლების სამსახური - 28%

• თბილისის სატრანსპორტო კომპანია -27%

 

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უშედეგოდ დასრულებული ტენდერების წილი მთლიან შესყიდვებში 2010 წლიდან 2016 წლამდე მეტწილად კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა, 2012 წლის შემდეგ კლების ტემპის შემცირება ფიქსირდება.

 

"2016 წლის მონაცემებით ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერების დაახლოებით მეოთხედი 23.7% და 28.5% უშედეგოდ დასრულდა. უშედეგოდ დასრულდა კონსოლიდირებული ტენდერების 16.1% და კონკურსების 51.2%. მსხვილი შემსყიდველი 20 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 15-ის შემთხვევაში უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების წილი მთლიან შესყიდვებში 20%- ზე მეტია",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" აცხადებენ, რომ აღნიშნული მაჩვენებლები არის საკმაოდ დიდი, რაც უწყებების მიერ შესყიდვების დაგეგმვაში, ორგანიზებაში - მოთხოვნების შეუსაბამოდ ჩამოყალიბებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე და ბიუჯეტის არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

 

 

ორგანიზაციას შესაბამისი რეკომენდაციებიც აქვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა" მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს მიერ უფრო მეტად უნდა მოხდეს შეწყვეტილი, არ შემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვების მონიტორინგი და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები. მათივე პოზიციით, აუცილებელია, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის დაგეგმვისას განხორციელდეს ბაზრის წინასწარი კვლევა/შესწავლა შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ - ხარისხობრივი მახასიათებლების და შესაბამისად მოხდეს ფასის განსაზღვრაც.

 

 

"ბაზრის წინასწარი კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აუცილებელია მოხდეს მოთხოვნების შესაბამისი ჩამოყალიბება და გამარჯვებულის შერჩევის პროცესში მათი სათანადო გათვალისწინება უნდა მოხდეს შესწავლა და მიზეზების გამოვლენა იმისი, თუ რატომ არის მაღალი არ შემდგარი ტენდერების და კონკურსების წილი აღნიშნულ უწყებებში და საჭიროა, მოხდეს შესაბამისი ტრენინგების ჩატარება",- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

 

 



„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...


მსგავსი სიახლეები

up