უსახლკაროთა პრობლემა საქართველოში - საკითხი, რომელიც წლებია მწვავედ დგას და ამ დრომდე მოუგვარებელია

უსახლკაროთა პრობლემა საქართველოში - საკითხი, რომელიც წლებია მწვავედ დგას და ამ დრომდე მოუგვარებელია

access_time2020-03-12 10:00:26

უსახლკაროთა პრობლემა საქართველოში, ეს არის საკითხი, რომელიც წლებია მწვავედ დგას და ამ დრომდე მოუგვარებელია. ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფოს კონკრეტული გეგმა არ გააჩნია. ქვეყანაში არ არსებობს უსახლკაროთა სტატისტიკა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არასრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზაც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სოციალური პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.

 

უსახლკარობის პრობლემის სიმწვავეს ადასტურებს სახალხო დამცველი აპარატის მიერ მომზადებული ანგარიში. კვლევაში ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უსახლკარო პირების  ერთიანი მონაცემთა ბაზების უქონლობა და თავშესაფარში მოთავსებული პირებისთვის მხარდამჭერი პროგრამების არ არსებობა. მათი ინფორმაციით მუნიციპალიტეტებში კვლავ პრობლემაა უსახლკარო პირთა რეგისტრაციის მეთოდოლოგიის უქონლობა, რაც განაპირობებს ადგილობრივ დონეზე არასრულფასოვან მონაცემთა ბაზების წარმოებას.

 

2018 წელს საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშაოს უსახლკარობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა, იმუშაოს სათანადო საცხოვრისის შექმნის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. ამიტომ გასულ წელს შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც სტრატეგიის დოკუმენტი მთავრობას დასამტკიცებლად  2021 წლისთვის უნდა წარუდგინოს.

 

საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა სიღრმისეული მიმოხილვა საქართვლოში არასტაბილური საცხოვრისის პრობლემაზე (რომელიც თავის მხრივ მოიცავს უსახლკარობის პრობლემასაც).  ISET -მა გამოიკვლია არასტაბილური საცხოვრებლის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და ის შედეგები რაც ამ პრობლემას მოაქვს საზოგადოებისთვის.

 


მათი ინფორმაციით ყველაზე დიდი პრობლემა დგას იმ უსახლკაროებისთვის, რომლებიც არ ხვდებიან სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებში (ნარკოდამოკიდებული პირები ა.შ) რომლებისთვისაც უკვე არსებობს სხვადასხვა სოციალური პროგრამები. აგრეთვე პრობლემა არის ის, რომ უსახლკაროებასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი კოორდინირებული მიდგომა მუნიციპალიტეტებს შორის, რომლებიც არიან მეტწილად პასუხისმგებელნი უსახლკარობის პრობლემაზე. შესაბამისად, მათი თქმით, არ გვაქვს სანდო, სრულყოფილი ინფორმაცია პრობლემის სრული მასშტაბების შესახებ. კვლევის შედეგად ISET -მა შემდეგი მიგნებები გამოავლინა:

 

  • ქვეყანაში უსახლკარობის შემთხვევების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა არ ფიქსირდება.თუმცა,ფენომენის ძირფესვიანი ანალიზის შემთხვევაში საჭირო იქნება უფრო მეტი და მაღალი ხარისხის ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება. 
  •  არასტაბილური საცხოვრისის რისკის ქვეშ მყოფი შინამეურნეობების დახმარების მეთოდები დანაწევრებული და არაკოორდინირებულია, რაც მათ ეფექტურობას ზღუდავს
  • პოტენციური უსახლკარობა პრობლემაა იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის,რომლებიც არ ღებულობენ რაიმე სახის სოციალურ დახმარებას (მაგ. ნარკოტიკის მომხმარებლები) ან სხვა ჯგუფებისთვის, რომელთა დახმარება მხოლოდ შეზღუდული პერიოდის განმავლობაში ხდება (მაგ. ძალადობის მსხვერპლი პირები, რომელთა რიცხვი მატულობს).შემდგომი მონიტორინგის და/ან საცხოვრებლის უზრუნველყოფის შესაძლებლობის არარსებობა ზრდის ამ ჯგუფების არასტაბილურ საცხოვრისში მოხვედრის ალბათობას.
  •  მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლებში, ამ საკითხში ყველაზე გადამწყვეტი და  კრიტიკული გამოწვევა ჩამონგრევის რისკის ქვეშ მყოფ სახლებში მცხოვრები ოჯახების წილის შემცირებაა. ამ რისკის ქვეშ კვლავ ყველაზე ღარიბი ოჯახები რჩებიან, რომლებსაც არც ბინის შეცვლის და არც მისი შეკეთების შესაძლებლობა აქვთ.
  •  დევნილთა მდგომარეობა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა უფრო ზუსტი შეფასებისთვის საჭიროა მოსახლეობის ამ ჯგუფის შესახებ ყველაზე განახლებულ და სრულ მონაცემებზე წვდომა.

 

კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, რომ არასტაბილური საცხოვრისის რისკის ქვეშ მყოფი შინამეურნეობების დახმარების მეთოდები დანაწევრებული და არაკოორდინირებულია, რაც მათ ეფექტურობას ზღუდავს. მათი თქმით, აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც განსაზღვრავს ვინ ითვლება უსახლკაროდ და შემდგომ ჩამოაყალიბებს პოტენციური მიზნობრივი დახმარების მექანიზმს.

 

როგორც კვლევით ინსტიტუტში განმარტავენ შეუძლებელია კონკრეტული რიცხვის დასახელება თუ რამდენი უსახლკაროა საქართველოში. მათი თქმით, ამის მიზეზი, არის ის, რომ უსახლკაროებს მუნიციპალიტეტები არეგისტრირებენ მათი კი არ აქვთ ერთიანი განსაზღვრება და მიდგომა. შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები არასრული და ფრაგმენტულია. კომერსანტის კითხვაზე აქვს თუ არა სახელმწიფოს შერჩეული ზრუნვის სწორი მექანიზმი ISET-ში გვპასუხობენ:


„ჩვენი საქმიანობა ზუსტად ამ ზრუნვის მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის ხორციელდება. ამჟამად ერთიანი მექანიზმი არ არსებობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა დახმარებაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი ხელისუფლება“- აცხადებენ ISET-ში.

 

ISET კვლევა მომავალში, ეროვნული სტრატეგია უნდა დაეფუძნოს, კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის შემდგომი ეტაპი რეკომენდაციების ჩამოყალიბება იქნება. წლების შემდეგაც მოგვარდება თუ არა უსახლკაროების პრობლემა საქართველოში უცნობია.

 

 ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up