„უსახლკარობის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია მაშინ, როდესაც ნახევარი მილიარდი დოლარის მოცულობის ერთიანი ინვესტიცია აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა„

„უსახლკარობის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია მაშინ, როდესაც ნახევარი მილიარდი დოლარის მოცულობის ერთიანი ინვესტიცია აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა„

access_time2020-12-29 13:40:30

საქართველოში ღარიბი ადამიანების რიცხვმა 1 მლნ-ს გადააჭარბა...

ბოლო ერთ წელიწადში სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 23,8%-ით მეტი ადამიანი საჭიროებს...

2020 წლის ნოემბერში უკიდურესად გაჭირვებულთა კატეგორიის ადამიანების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99 304 ადამიანითაა გაზრდილი..

სიღარიბე, როგორც გადაულახავი და პროგრესირებადი პრობლება საქართველოში, სამწუხარო რეალობას ქმნის მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის ხელისფლებაში მოსვლისას მრავალჯერ გაჟღერებული სლოგანი - „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ ყველას ახსოვს. რატომ რჩება უსახლკარობის და უკიდურესი გაჭირვების პრობლემა საზოგადოებაში და ვის მიაჩნია, რომ ეს სურათი მხოლოდ პანდემიითაა გამოწვეული? კიდევ რამდენი დროა საჭირო ძირეული ნაბიჯების გადასადგმელად, ამ კითხვებით „კომერსანტი“ პარლამენტის რამდენიმე ყოფილ დეპუტატს დაუკავშირდა. მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ თვალშისაცემი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის მიმართულებით პირველი სამი წლის მანძილზე ხორციელდებოდა მმართველი გუნდის მხრიდან, ხოლო შემდგომ, სახეზე გვაქვს მოდუნებული და არა სიღარიბეზე აქცენტირებული პოლიტიკა მრავალი წლის მანძილზე, რითაც მივიღეთ ის, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, ელემენტარულად ღირსეული საცხოვრებელი არ აქვს.


„პირველ ეტაპზე - 2012, 2013, 2014 წელი იყო ნამდვილად გამორჩეული სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით.  ეს არის წლები როდესაც ორმაგდება  სოციალური შემწეობა, ეტაპობრივად იზრდება უკვე საპენსიო დახმარება, საყოველთაო ჯანდაცვა ამოქმედდა  და ჩაეშვა მთელი რიგი ჯანდაცვის პროგრამები . ეს პირველი წლები ნამდვილად იყო გამორჩეული და ამიტომ, ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ამ წლებში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის როგორც თანაავტორი, ასევე ინიციატორი ვიყავი. სამწუხაროდ, შემდგომ ჩვენ დავინახეთ შედარებით ნაკლები აქცენტი სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. სამწუხაროა,  რომ დღემდე უსახლკარობის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია მაშინ, როდესაც ნახევარი მილიარდი დოლარის მოცულობის ერთიანი ინვესტიცია იქნებოდა აბსოლუტურად საკმარისი, რომ ქვეყანაში გადაეჭრა ეს პრობლემა გრძლევადიანად.  როდესაც ღირსეული საცხოვრებლის პირობა დაკმაყოფილებულია მოქალაქეთა  უდიდესი ნაწილისთვის, ბუნებრივია ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს იძლევა და სიღარიბიდან გამოსაყვანად ერთერთი დიდი ნაბიჯია,“ - განმარტავს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი.


2020, როგორც სირთულეებით სავსე წელი, მარიამ ჯაშისთვის ხელისუფლების მხრიდან გაშვებული შესაძლებლობების წელიც იყო. მისი თქმით, ჯეროვნად არ იქნა გამოყენებული საგარეო დახმარებები და ექსპერტული რესურსები, ამის ნაცვლად სახეზე გვაქვს ერთპარტიული გადაწყვეტილებების კასკადი, რითაც მივიღეთ ის, რაც შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა - გაჭირვება ქვეყანაში.



„ალბათ მთავარი შესაძლებლობა, რაც 2020 წელს მმართველმა გუნდმა ხელიდან გაუშვა გახლდათ მრავალპარტიული და მრავალმხრივი სტრატეგიის შემუშავება კორონავირუსთან ბრძოლის  მიმართულებით. სამწუხაროა, რომ ეს შესაძლებლობა საქართველომ ვერ გამოიყენა მაშინ, როდესაც ევროპის მთელი რიგი ქვეყნები იყენებდნენ კორონავირუსის გამოწვევას სწორედ საერთო ეროვნული სამოქმედო გეგმების ჩამოსაყალიბებლად. ალბათ, ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები ეს რომ ყოფილიყო საერთო სახელმწიფო ინტერესების გარშემო გაერთიანებული დიალოგის შედეგი. ჩემთვის ეს არის მთავარი შენიშვნა და რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ, რომ გამოიყენონ დარგში არსებული ყველა ექსპერტი მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. სამწუხაროა, რომ ვიდრე პანდემია გრძელდება ჩვენ კიდევ ვიქნებით მომსწრე როგორც უმუშევრობის ზრდის, ასევე ყოველდღიურად  ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესების. ასევე, სამწუხაროა, რომ ის მრავალმილიარდიანი საერთაშორისო ფინანსური დახმარება, რომელიც ქვეყანამ მიიღო   დაგეგმილი და გამოყენებული იყო ერთპარტიული გადაწყვეტილებების შედეგად. ჩვენი საზოგადოების წევრებისგან გვესმის, რომ ფინანსური დხმარება სამწუხაროდ არ ითვალისწინებს  ყველა კრიტერიუმს და ჩვენი საზოგადოების ასეულობით ათასი წევრი ფინანსური კომპენსაციის თუ სხვა ტიპის დამარების გარეშე დარჩა. ნუ შევიზღუდებით მხოლოდ ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან და ვეცადოთ, რომ საერთო გამოსავალი ვიპოვოთ ყველამ ერთად,- ამბობს მარიამ ჯაში.


„ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა არა პარლამენტის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი მიჩნევს, რომ სიღარიბის პრობლემა საგარეო ფაქტორებმა, მძიმე წარსულმა და ხშირად ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილმა განაჩენმა გამოიწვია.


ჩვენი პატარა ქვეყანა გამალებით და თავდაუზოგავი შრომით უმკლავდება მსოფლიო პანდემიას.  ამ დროს,  ჩვენ გვმართებს ერთმანეთის დახმარება და არა რადიკალური და მდაბიო განცხადებების განკეთება, რაც ქვეყანას ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს. პრობლემა ისე უნდა გავიაზროთ, რომ ნელ-ნელა გამოვიდეთ ყოველგვარი ისტერიის გარეშე. ყველას გვინდა, რომ უკეთესად ვიყოთ და მე ვფიქრობ, ბევრი რამეა ჩაფიქრებული ამისთვის. ეფექტიანობაზე არ ვისაუბრებდი, როცა მინიმალური რაღაცებია საჭირო, მთავარია გადავრჩეთ, არ იყოს მსხვერპლი რომელიც ქვეყანას დაანგრევს, შეძლოს ჯანდაცვის სექტორმა, რომ გაუმკლავდეს მოსახლეობის მკურნალობას. ქვეყანა დიდ მიზნამდე რომ მივიდეს, პატარ-პატარა ამოცანებია შესასრულებელი.  ზოგიერთის საუბარს ვუსმენ და ისეთი ტონი აქვთ, თითქოს რომელიმე ჩვენთაგანის ბრალი იყოს, რომ პანდემია გავრცელდა.  იმხელა  ეკონომიკებს შეექმნათ პრობლემა და ჩვენნაირი ეკონომიკაც არ იქნებოდა გამონაკლისი. ზოგიერთი მსხვილი ბზინესმენი თუ ბევრს იგებდა, ახლა ცოტას მოიგებენ ან ცოტაზე ნაკლებს. მაგრამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ  ერთმანეთის დახმარებით გავიდეთ ფონს. 


ადამიანს, როდესაც თავიდანვე აქვს სურვილი დაძლიოს სიღარიბე, მოუტანოს სიკეთე ადამიანებს, ეს კარგი ჩანაფიქრია. დღეს ეს პრობლემები, რაც დაგროვდა დღევანდელი დღის პრობელემები არ არის და მას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები და ახსნები.  როდესაც ეკონომიკა მძლავრი არ არის, ლარი უფასურდება, ამაზე მოქმედებს რეგიონში მიმდინარე პროცესებიც. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მხოლოდ თავის სამართლებელი მიზეზი. აუცილებლად უნდა არსებობდეს კარგი სლოგანის უკან, ქმედითი ნაბიჯები და გეგმები, იყოა მაქსიმალური მცდელობა, რომ ვითარება გამოსწორდეს. ჩვენ  ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთამნეთის დახმარება გვმართბს.  ფონდებიც კი შეგვძლია დავაარსოთ, რაცა ძირითადი პირდაპირი პრობლემები შევუმსუბუქოთ ხალხს. სიღარიბეს ბევრი მიზეზები აქვს, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლებების დამსახურება, ხოგმა თავის თავს გამოუტანა განაჩენი, ზოგმა უცოდინრობით, ზოგმა თაღლითობით.  ბევრი რამეა მიზეზი, რის გამოც ეს ვითარება შეიქმნა, გარდა იმისა რომ სახელმწიფოს აუცილებლად ექნება პრობლემების გადალახვის გეგმები, ჩვენც გვმართებს მივეხმაროთ სახელმწიფოს, რომ ადამიანები გამოვიყვანოთ ამ პრობლემებიდან,-  ამბობს ზაზა პაპუაშვილი.


სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 416 396-ს შეადგენდა, 2020 წლის ნოემბერში კი 515 700-ს შეადგინა.


ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის ნოემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 929 440-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 011 868 ადამიანია რეგისტრირებული.


კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up