USAID–ის ახალი პროგრამა საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულობას შეამცირებს

USAID–ის ახალი პროგრამა საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულობას შეამცირებს

access_time2021-06-23 14:00:32

საქართველოს რუსულ ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულობის შემცირება, ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა – ამ მიზნებს ემსახურება USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება. პროგრამას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  აფინანსებს და Deloitte Consulting ახორციელებს. ამის შესახებ USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება. ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რეფორმებს და კერძო  ინვესტიციების მოზიდვას, რასაც შედეგად  საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლება და ელექტრიენერგიის წარმოების ახალი ობიექტების შექმნა მოჰყვება. დაგეგმილი ღონისძიებები  USAID-ის სტრატეგიულ მიზნების ნაწილია, რომელიც საქართველოს ოჯახებს და ბიზნესებს უზრუნველყოფს სტაბილური, ხელმისაწვდომი ელექტროენერგიით. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მედეგობა გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, მათ შორის  იმპორტირებულ ენერგიაზე ზედმეტი დამოკიდებულების და კიბერშეტევების წინააღმდეგ.


USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა USAID-ის მიერ 2020 წელს შემუშავებული  ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის ნაწილია.  სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს განვითარების მხარდაჭერის მიზნით,  გაზარდოს ქვეყნის მედეგობა – გააძლიეროს ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა და დანერგოს პრაქტიკა, რომელიც აუცილებელია საზოგადოების გარე მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად. მათ შორისაა რუსულ ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა. 



„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, მოიზიდავს ინვესტიციებს და წაახალისებს განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას. ჩვენი პროგრამა საქართველოს სტაბილური და სანდო ელექტროენერგიის მოპოვებაში დაეხმარება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისათვის სჭირდება.  ენერგო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სხვადასხვა სექტორში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევრო კავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული  რეგულირების ვალდებულებების დაკმაყოფილებით  ეს პროგრამა საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან და შეამცირებს არასანდო პარტნიორებზე ქვეყნის დამოკიდებულებას“- აღნიშნა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.


მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში USAID გააღრმავებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას და კერძო სექტორთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავა. გამჭირვალობის, კონკურენციის და ევროპის ენერგო საზოგადოებასთან ინტეგრაციით, პროგრამა საქართველოს ენერგო სექტორს კერძო სექტორისთვის უფრო მიმზიდველს გახდის, რაც თავის მხრივ გაზრდის მის მდგრადობასა და დამოუკიდებლობას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up