USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, RDFG აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის II ფაზაში მონაწილეობის მისაღებად

USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, RDFG აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის II ფაზაში მონაწილეობის მისაღებად

access_time2019-09-23 11:43:08

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის II ფაზაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი - თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროგრამის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.


რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის ივნის-სექტემბერში მიმდინარეობდა, 5 გამარჯვებული პროექტი უკვე შეირჩა, რომლებიც შესაბამისად დაჯილდოვდნენ საგრანტო თანხით: 10 000 ლარი, 6 000 ლარი, 6 462 ლარი, 3 600 ლარი და 3 000 ლარი. პროგრამის მონაწილეებმა ბიზნეს იდეები სხვადასხვა მიმართულებით წარადგინეს: ჭვავისა და წიწიბურის პურისა და ორცხობილის წარმოება - გორი; სუკულენტების წარმოება - ზუგდიდი; ტრადიციული ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება - კასპი; პიკანტური ჯემების წარმოება - ასპინძა; მცირე მასშტაბის სამკერვალოს ხელშეწყობა - ადიგენი.


რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები .


პროგრამის მეორე ფაზაზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. პროგრამის მეორე ფაზის საბოლოო ეტაპზე, საგრანტო კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან საგრანტო თანხებით, თითოეული არაუმეტეს 10 000 ლარისა.


პროგრამის მეორე ფაზა 2019 წლის შემოდგომაზე განხორცილდება, III ფაზა – 2020 წლის გაზაფხულზე.




პროგრამა მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:


საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
სულ მცირე 5 მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია: http://rdfg.ge/ka/phase-2-registration/

(R)

თეგები:
USAID



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up