USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და „ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა

USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და „ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა

access_time2022-08-11 18:55:46

პეის ჯგუფში შემავალმა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კომპანია “ტრანსფორდმა” USAID-ის პროგრამის - “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ ფარგლებში 43 ადამიანი გადაამზადა და მათგან 32 უკვე “ტრანსფორდში” დასაქმდა, ხოლო 11 სხვადასხვა კომპანიაში.


გადამზადების ექვსკვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, 43 მძღოლ-ოპერატორსა და დოკერს სერტიფიკატები დღეს საზეიმოდ გადაეცათ.



ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა, “ტრანსფორდის” დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.



როგორც ცნობილია, USAID-ის პროგრამის - “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” დაფინანსებით, “ტრანსფორდმა” ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან ერთად განახორციელა ორი მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირება, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვაო სატვირთო მომსახურებას.



პროგრამა შედგა და ამის ნათელი და კონკრეტული მაგალითია ის 43 ადამიანი, რომელთაგანაც 32 უკვე “ტრანსფორდის” გუნდის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი და USAID-ის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი მომავალშიც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას და დასაქმებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ადამიანური კაპიტალის დეფიციტია თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ამიტომ ყველა მხარემ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ამ გამოწვევის დასაძლევად”, - აცხადებს “ტრანსფორდის” დირექტორი ვასილ მაზიაშვილი.



მისივე თქმით, “ტრანსფორდი” და USAID-ი განაგრძობენ მუშაობას სხვა დამატებითი კურსების შექმნაზე, რომლებიც მორგებული იქნება ბიზნესისა და ბაზრის საჭიროებებზე.








ცნობისთვის: საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანია “ტრანსფორდის’’ პარტნიორობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და დარგობრივ ასოციაციებთან, როგორებიცაა: ,,საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია’’ და ,,ქალთა საერთაშორისო სავაჭრო და საზღვაო ასოციაცია’’. სწორედ, მიმდინარე მოდელის ეფექტურობიდან გამომდინარე, კომპანია ტრანსფორდის ინიციატივით 11 აგვისტოს შეიქმნა დამატებით ახალი პარტნიორთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სსიპ კოლეჯ ფაზისს, ბიზნეს ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციასა და „ტრანსფორდს“. პარტნიორობის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.



USAID-ის ხუთწლიანი პროგრამა - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 მილიონი აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის. ზემოაღნიშნული მოემსახურება ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებას უნარების განვითარების პროგრამებში თანაინვესტირებისა და თანამონაწილეობის გზით. USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს.




(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up