USAID-ის, „პრაიმ ბეტონისა“ და ევროპის ბიზნეს ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში მაღალეფექტური, პრაქტიკული, ორთვიანი სასწავლო კურსი შეიქმნა, რომელმაც სამშენებლო მუშაკები ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროექტისთვის მოამზადა.
„ტრენინგზე მიღებული ცოდნა სამშენებლო მუშაკებს დაეხმარება ეფექტურად მართონ ადამიანური და ტექნიკური რესურსები, რაც თავის მხრივ განაპირობებს სამუშაო პროცესის წარმატებით განხორციელებას და მომხმარებლებისთვის სასურველი შედეგის შეთავაზებას“, - ამბობს დავით სოკოლოვსკი, პროექტის მენეჯერი კომპანია „პრაიმ ბეტონში“.
„დღევანდელ სამყაროში ადამიანი კომპანიისთვის ყველაზე ღირებული კაპიტალია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სამშენებლო მუშაკები ფლობდნენ სამშენებლო ინდუსტრიის ღრმა ცოდნას და ეფექტურ ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებს“, - ამბობს სალომე კვახაძე, კომპანია „პრაიმ ბეტონის“ თანამშრომელი.
მსგავსი თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ სამშენებლო სექტორს, არამედ სრულიად საქართველოს. ხანგრძლივ პერსპექტივაში, პროფესიული ცოდნით აღჭურვილი და გამოცდილი სამშენებლო მუშაკები ხელს შეუწყობენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას.