„USAID-ის დაფინანსებით ახალ პროექტს ვიწყებთ“ - ოთარ შამუგია

„USAID-ის დაფინანსებით ახალ პროექტს ვიწყებთ“ - ოთარ შამუგია

access_time2022-09-29 12:50:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
მინისტრმა სააგენტოს ხელმძღვანელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით არსებული ვითარება გააცნო. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში აქტიური მხარდაჭერისთვის.



„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია. წლებია, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ერთობლივად, არაერთ პროექტს ვახორციელებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ის დაფინანსებით ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს შერჩეულ რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



ჯონ პენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგს დიდი პოტენციალი აქვს. მხარეებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, თხილის სექტორი საგრძნობლად ვითარდება, შესაბამისად, ამ მიმართულებით USAID-ის მხრიდან მხარდაჭერა გაგრძელდება.




შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ამერიკულ ბაზრებზე პოპულარიზაციისა და დივერსიფიკაციის საკითხს.



„ქართული ღვინო კონკურენტუნარიანია. ამერიკის ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის კუთხით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ჯონ პენელმა.



მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალური შემცირებაა და ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.



შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე ნინო თანდილაშვილი და USAID-ის ეკონომიკური გუნდის დირექტორი მარიკა ოლსონი ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up