USAID – ი საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება

USAID – ი საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება

access_time2020-08-27 09:50:22

აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება, - ამას ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურების სამინისტროებსა და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმდა.


საქართველოს საკურორტო დასახლებების უფრო ეფექტური მართვისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდება. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს კურორტების ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმის თანახმად, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს ტურისტული ადგილების ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება.


ახალი პროგრამის საპილოტე პროექტი დაბა ბაკურიანით დაიწყება და საქართველოს სხვა ტურისტულად მიმზიდველ დასახლებებში გაგრძელდება.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მონაწილეობს ისეთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია, როგორიცაა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც პროექტს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ორიენტირებულია ტურისტული და მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან, მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და საბოლოო ჯამში, საქართველო კურორტებზე უფრო მეტი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვასთან.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური დახმარება იქნება აღმოჩენილი იმისათვის, რათა ახალი კომპანიის ფუნქციონირებით გაუმჯობესდეს როგორც ტურისტულ დასახლებებში მუნიციპალური სერვისების მიწოდება, ასევე ზოგადად ასეთი დასახლებების მართვა. მისი თქმით, აღნიშნული დახმარების შედეგად უკეთ იქნება შესაძლებელი ცალკეული დასახლებების ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩინება, და ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციების ინფრასტრუქტურული განვითარების დაგეგმვა და მართვა, რამაც სამომავლოდ ასეთი დასახლებების ეკონომიკურ განვითარებას მეტი ბიძგი უნდა მისცეს. „მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო, კარგი პრაქტიკების გათვალისწინებით ხელი შეეწყოს მუნიციპალიტეტებს საკურორტო ადგილების მართვის მიმართულებით უნარების განვითარებაში" - განაცხადა მზია გიორგობიანმა.


მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დასახლებები ან თემები შესაძლოა მიმზიდველი იყო როგორც საცხოვრებლად, ასევე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის. შესაბამისად, ასეთ მუნიციპალიტეტებში ინვესტირების უფრო მეტი შესაძლებლობაა. მემორანდუმის მიხედვით, მოხდება ასეთ მუნიციპალიტეტებში მმართველობის ორგანოთა ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა სამშენებლო ნებართვების გაცემა და საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, საჯარო სივრცეების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა და სხვ. ამ მუნიციპალური მომსახურებების უზრუნველყოფა აღნიშნული ადგილების პოტენციალის გამოყენების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მტკიცე საფუძველს შექმნის.


თეგები:
USAID



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up