„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

access_time2020-07-16 19:00:08

რადიოკომერსანტის გადაცემაშიპროფესიონალები USAID-ის ეკონომიკის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკა ოყრეშიძემ და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროექტებისა და მათი რეალიზაციის შედეგებზე ისაუბრეს.

 

„USAID საქართველოში 1992 წლიდან სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. ამერიკელი ხალხის დახმარება ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაზე და როგორც ქვეყნის, ისე მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ფოკუსირებული. 1992 წლიდან დღემდე ამერიკელმა ხალხმა საქართველოში 1,8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარება გაწია. მხოლოდ 2013 წელს 73 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო, რათა ინოვაციებზე, შედეგზე ორიენტირებული პროგრამები განხორციელებულიყო. ორგანიზაციის მიზანია შეიქმნას ისეთი ქვეყანა, რომელიც თავისი ძალებით  ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდება. ორგანიზაციისთვის  ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში თვითმყოფადი ენერგეტიკის სექტორის დანერგვა,“- აღნიშნავს ნიკა ოყრეშიძემ.

 

ნიკა ოყრეშიძემ ორგანიზაციის მიერ ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ნაბიჯი მარეგულირებელი კომისიის შექმნა, შემდგომ კი ენერგეტიკის სექტორის ფინანსური გაჯანსაღება იყო.

 

„USAID-მა გაიღო რამდენიმე მილიონი და მოიზიდა მრავალმილიონიანი ინვესტიცია მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვისა და უკვე არსებულის რეაბილიტაციისთვის. რეგიონებში ენერგიების განვითარების პროექტი უშუალოდ ფოკუსირდებოდა მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ხელშეწყობაზე, მთავარი მიზანი ის იყო, რომ მომხდარიყო მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების, როგორც კომერციულად მომგებიანისა და  მიმზიდველის დემონსტრირება. ორგანიზაცია ეხმარებოდა საქართველოს მთავრობას და კერძოდ მარეგულირებელ და მაშინდელ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნაში, რათა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში კომერციულად გამრთლებული ყოფილიყო მცირე და საშუალო სადგურების ფუნქციონირება.


 

შეიქმნა საკრედიტო ხაზი. ასევე იყო პროექტები, რომლებიც ფოკუსირდებოდა ადგილობრივი ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიზში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 10-მდე  ენერგეტიკის ქართველი სპეციალისტი აშშ-ში სამაგისტრო პროგრამებზე გააგზავნეს. ადგილობრივ უნივერსიტეტებში ენერგეტიკული პროგრამების დანერგვა მოხდა.

 

საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. ქვეყანამ უკვე მიიღო საკანონმდებლო ბაზა. ამ კანონებით საქართველომ ევროკავშირის თითქმის ყველა სავალდებულო საკითხი შეასრულა. შეიქმნა ასევე ენერგეტიკული ბირჟა, თავისი ფუნქციებით, რომელიც კონკურენტუნარიან ვაჭრობას შემოიღებს“,- განაცხადა ნიკა ოყრეშიძემ.

 

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ნეტო აღრიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  შავი ზღვის რეგიონის მარეგულირებელი ორგანოების თანაშრომლობის პლატფორმაში ჩართულია ბევრი გამოცდილი სპეციალისტი, რომლებიც კონულტაციას უწევენ კომისიებს და ცვლიან ინფორმაციას, ამუშავებენ საერთო საკითხებს და ხდება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

 

„შექმნილია საკმაოდ ქმედითი პლატფორმა, სადაც პირველ რიგში უმაღლეს დონეზეა აყვანილი კომუნიკაციის საშუალებები. ნეტო აღრიცვხა გამორჩეული რეგულაციაა, ვინაიდან ის ხელს უწყობს განახლებადი ენერგიების განვითარებას მიკრო დონეზე და კერძო ინვესტიციების განხორციელებას. მის ფარგლებში რამდენიმე პროექტი მომზადდა, პირველი ეტაპი ეხებოდა 100კვ სიმძლავრეს ინდივიდუალური მიერთების მსურველთათვის, შემდეგ შემოვიდა ჯგუფური მიერთების შესაძლებლობა, როდესაც მომხარებელთა ჯგუფს შეეძლო ასეთი სადგურის აშენება, თუმცა მოხმარების ადგილი შეზღუდული იყო, უნდა ყოფილიყო ერთი ტრანსფორმატორის ქვეშ ლოკალური ჯგუფი. ერთი თვის წინ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, სიმძლავრე 500 კვ-მდე გაიზარდა და გაცილებით უფრო მძლავრი სადგურის ჩართვა გახდა შესაძლებელი. ეს მნიშვნელოვანი იყო მსხვილი და კომერციული მომხმარებლებისთვის.  ასევე მოიხსნა მოხმარების ადგილის შეზღუდვა რამაც გააჩინა ე.წ „ვირტუალური ნეტო“ აღრიცხვის ელემენტები, როდესაც განაწილების ლიცენზიატის ქსელის არეალში შესაძლებელია, რომ მოვაწყოთ მიკროელექტროსადგური რუსთავში და გაიქვითოს მომხმარებელმა ან ჯგუფმა, მაგალითისთვის, გორში კახეთში, სამეგრელოში და ა.შ. 2016 წლიდან  ჩართულია 180-ზე მეტი მიკროელექტროსადგური, ჯამურმა სიმძლავრემ 2.5 მეგავატს მიაღწია, რაც შეიძლება ითქვას, რომ არ არის კოლოსალური რიცხვი, თუმცა ძალიან დიდი ინტერესი და პოტენციალი ჩანს“, - აღნიშნავს ზვიად გაჩეჩილაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up