უსაფრთხოების გაძლიერებული წესები ფერად შავ პარასკევს „ნოვაში“

უსაფრთხოების გაძლიერებული წესები ფერად შავ პარასკევს „ნოვაში“

access_time2020-11-24 15:40:26

ბოლო წლების განმავლობაში “ნოვას” მომხმარებლებისთვის ნოემბრის ბოლო პარასკევი და შაბათი-კვირა ყველაზე სახალისო დღეებს - ე.წ. “შავი პარასკევის” გრანდიოზულ ფასდაკლებებს ნიშნავს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, თქვენთვის “შავი პარასკევის გაფერადების” მიზნით, ჩვენი საგამოფენო დარბაზები 08:30-დან 20:30 საათამდე იმუშავებს. მხოლოდ წელს, ეს ოთხი დღე, კიდევ უფრო ფერადი გახდება და მომხარებლების ინტერესიდან გამომდინარე ხუთშაბათიც დაემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასდაკლებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება. 26-27-28-29 ნოემბერს ,,ნოვას“ მთელი გუნდი მომხარებელს დაელოდება ძალიან ბევრი საჩუქრითა და სიურპრიზებით.


წლევანდელი შავი პარასკევი კომპანიებისთვის ნამდვილი გამოწვევაა. ბრენდები ცდილობენ, გრანდიოზული “შოპინგი” მომხმარებლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ.


სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიაში “ნოვა“ უსაფრთხოების ზომები ყოველთვის მკაცრად კონტროლდებოდა, თუმცა ამ დღეებში მომხმარებელთა რაოდენობის მატების გამო, სანიტ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ნაკადის მართვა-დარეგულირება კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებლების და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა, სწორად იმართოს და გადანაწილდეს ვიზიტორთა ნაკადი ისე, რომ არცერთი მომხმარებელი განაწყენებული არ დარჩეს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა რისკის შეფასება-აღმოფხვრას, გავატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის საგამოფენო დარბაზებში სამუშაო დროის გახანგრძლივებით, რათა “შავი პარასკევის” აქციის ფარგლებში ოთხი ფერადი, უსაფრთხო და კომფორტული დღე ვაჩუქოთ ჩვენი საგამოფენო დარბაზების ვიზიტორებს - აცხადებს „ნოვას“ დირექტორი ადმინისტრაციისა და HR საკითხებში ლია ბოლქვაძე.




ასე რომ, მიუხედავად მცირე დაბრკოლებისა, თუკი სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების დაწყებას აპირებთ, 26-29 ნოემბერი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ნოვაში “შოპინგისთვის”. ქართული და უცხოური საუკეთესო ხარისხის, სერტიფიცირებული პროდუქცია საუკეთესო ფასად; უამრავი საჩუქარი; დახლებში დამალული ვაუჩერები და შავი ყუთები, რომლებშიც სასიამოვნო სიურპრიზები მომხმარებელს ელიან და, რაღა თქმა უნდა, საახალწლო განწყობა: ორივე მეგაცენტრი მომხმარებელს საახალწლო და სადღესასწაულო დეკორაციის ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს.


განსაკუთრებული ფასდაკლებები შეეხება „ნოვას“ წარმოებულ ქართულ პროდუქციას. მომხმარებელს, ვინც ამ პერიოდში გეგმავს მშენებლობას, ან იმარაგებს მასალებს, არაჩვეულებრივი შანსი ექნება საუკეთესო ფასად შეიძინოს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები.


„ნოვას“ ორივე მეგაცენტრი თბილისსა და ბათუმში “ფერადი შავი პარასკევის” აღსანიშნად გელით. უამრავი სიურპრიზი, საჩუქარი, არაჩვეულებრივი ფასდაკლებები და, რაც მთავარია, დიდებული საახალწლო განწყობა ამ ოთხი გამორჩეული დღის თანმდევი იქნება.


„ნოვას“ ფერადი შავი პარასკევის თავგადასავალი 26 ნოემბერს დაიწყება და 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 20-დან 60%-მდე ფასდაკლებები თითქმის ყველა პროდუქტს შეეხება.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up