უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია 9 პუნქტით გაუარესდა

უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია 9 პუნქტით გაუარესდა

access_time2022-08-15 16:00:06

Global Peace Index-ში საქართველო წელს 95-ე პოზიციაზე 2.065 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია 9 პუნქტით გაუარესდა. 2021 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველო 163 ქვეყანას შორის 86-ე ადგილზე იყო 2.016 ქულით.


ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მომზადებული გლობალური მშვიდობის ინდექსი (GPI) არის გლობალური მშვიდობის მსოფლიო წამყვანი საზომი. ეს ანგარიში წარმოადგენს ყველაზე ყოვლისმომცველ მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს დღემდე მშვიდობის ტენდენციების, მისი ეკონომიკური ღირებულებისა და მშვიდობიანი საზოგადოებების განვითარების შესახებ. GPI მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის 99.7%-ს, შედგენილი ინდექსი, რომელიც ზომავს ქვეყნების მშვიდობას, შედგება 23 რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორისგან, თითოეული შეწონილი 1-5 სკალაზე. რაც უფრო დაბალია ქულა მით უფრო მშვიდობიანია ქვეყანა. აღნიშნული ინდიკატორი ზომავს მშვიდობის მდგომარეობას სამ ნაწილში: სოციალური უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დონე, მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტების მასშტაბი, და მილიტარიზაციის ხარისხი.



რაც შეეხება საქართველოს პოზიციას სამეზობლოში, საქართველოზე კარგი რეიტინგი აქვს სომხეთს, რომელიც Global Peace Index 2022-ში 83-ე პოზიციაზე 1.992 ქულით, აზერბაიჯანი რეიტინგში 128-ე ადგილზეა 2.437, თურქეთი 145-ე პოზიციაზე 2.785 ქულით, ხოლო რუსეთი 160-ე ადგილზე 3.275 ქულით.



Global Peace Index-ის მიხედვით ავღანეთი, ზედიზედ მეხუთე წელია, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ქვეყანაა. მაჩვენებლის ყველაზე დიდი გაუარესება ფიქსირდება უკრაინაში, რომელმაც Global Peace Index-ში პოზიცია 17-ით დაკარგა და დღეს 153-ე ადგილზეა 2.971 ქულით. 2021 წელთან შედარებით რუსეთი 5 პოზიციით დასუსტდა და 2022 წლის რეიტინგში 160-ე ადგილზეა.



სიტუაციის ყველაზე დიდი გაუარესების ხუთეულში, უკრაინისა და რუსეთის გარდა, შედის გვინეა, ბურკინა ფასო და ჰაიტი, ხოლო გაუმჯობესებული რეიტინგის მქონე ქვეყნების ხუთეულში არიან ლიბია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ფილიპინები და ალჟირი.



ისლანდია გახდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და მას ეს პოზიცია 2008 წლის ინდექსის შემოღების შემდეგ ეკავა.




მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონი ევროპაა: 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნიდან შვიდი სწორედ ევროპაში მდებარეობს.



სინგაპური და იაპონია, რომლებიც მე-9 და მე-10 ადგილზე არიან, რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს, რის შედეგადაც შვეიცარია და კანადა ჩამოინაცვლეს ათეულში.



სირია ინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც მესამე ყველაზე საშიში ქვეყანა მსოფლიოში.


ზოგადად, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მთელ მსოფლიოში ვითარების გაუარესების მიუხედავად, 90-მა ქვეყანამ წელს უფრო მეტი სიმშვიდე აჩვენა ვიდრე წინა წელს.



2022 წელს ინდექსში მონაწილე ქვეყნებმა რეიტინგის ისტორიაში ყველაზე დაბალი ქულები მიიღეს „პოლიტიკური არასტაბილურობის“, „პოლიტიკური ტერორის“, „მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის“ და „ლტოლვილთა და დევნილთა“ (იძულებით გადაადგილებულ პირთა) თვალსაზრისით.



ასე რომ, ტოპ 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა:

1. ისლანდია
2. ახალი ზელანდია
3. ირლანდია
4. დანია
5. ავსტრია
6. პორტუგალია
7. სლოვენია
8. ჩეხეთი
9. სინგაპური
10. იაპონია.



ტოპ 10 ყველაზე საშიში ქვეყანა:

1. ავღანეთი
2. იემენი
3. სირია
4. რუსეთი
5. სამხრეთ სუდანი
6. კონგო
7. ერაყი
8. სომალი
9. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
10. სუდანი.



დადებით ცვლილებებს შორის, 2022 წლის მშვიდობის გლობალური ინდექსის ავტორები აღნიშნავენ ინდიკატორების გაუმჯობესებას რიგ სფეროებში, მათ შორის „ტერორიზმის გავლენა“, „ბირთვული და მძიმე იარაღი“, „სამხედრო ხარჯები“ და „დანაშაულის აღქმა“. თუმცა, ზოგადად, ქვეყნებში მშვიდობის საშუალო დონე 3,2%-ით შემცირდა.


თეგები:
Global Peace Index



სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up