უსაფრთხო დერეფნები, ტურისტული მწვანე ზონები და სტანდარტები ტურიზმის  სექტორის სუბიექტებისთვის - პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელ დეტალებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

უსაფრთხო დერეფნები, ტურისტული მწვანე ზონები და სტანდარტები ტურიზმის სექტორის სუბიექტებისთვის - პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელ დეტალებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

access_time2020-05-14 16:47:43

კრიზისი, როგორც შესაძლებლობა პანდემიით ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის ამოქმედებისთვის, ასევე უსაფრთხო დერეფნებსა და საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო განხილვის მთავარი თემები სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„აღინიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან. საელჩოებს მიღებული აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები და ისინი სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ.



დღევანდელი მონაცემებით, 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, საქართველოში ფრენა 1-ლი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს.




შეხვედრაზე განიხილეს ის ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან. ამასთანავე, მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის. აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.



პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსოფლიო კრიზისის შესაძლებლობად ქცევის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული გლობალურ კონკურენციაში. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას და უზრუნველყოს უსაფრთხოების იმ წესების ზედმიწევნით დაცვა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის პანდემიის ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
ტურიზმი



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up