ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტს აკრძალავს, იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებლები, როგორიცაა AstraZeneca, ვაქცინის მიწოდებას კვლავ ვერ უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Gardian-ი ავრცელებს.
„ეს არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ მიმართულია შემდეგი კითხვისკენ : სცემს თუ არა პატივს კომპანია, რომელიც ევროპაში დამზადებული ვაქცინის ექსპორტს აწარმოებს, ხელშეკრულებას ევროკავშირში?“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვირტუალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ექსპორტის უმეტეს ნაწილს BioNTech / Pfizer-ი ახორციელებს.
”თუ გადავხედავთ, ექსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა, 95%-ი, BioNTech / Pfizer– ის მიერ ხორციელდება, დანარჩენი - Moderna-ს მიერ. ორივე პატივს სცემს კონტრაქტს, ასე რომ ჩვენში ყველაფერი კარგად არის. ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ AstraZeneca- სთან, სადაც ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს. ასე რომ, ყურადღებით ვაკვირდებით, რა ხდება,” - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
IPN.GE