ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა, კოვიდ-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების შესახებ აშშ-ის წინადადება განიხილოს.
”ევროკავშირი მზადაა განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც კრიზისს ეფექტურად და პრაგმატულად მოგვარებას ეხება. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა აშშ-ის მიერ შემოთავაზებული წინადადებით, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გამონაკლისის დაშვებას ეხება,“- განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბლოკის პრიორიტეტი „ გლობალური ვაქცინაციის მისაღწევად წარმოების გაზრდაა.“
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე გამონაკლისის დაშვებას. კერძოდ, გამონაკლისი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების პატენტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომის საშუალებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, ვაქცინების ამ ქვეყნებში წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
IPN.GE