ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა მხოლოდ ის თარიღი დაასახელეს, როცა გაირკვევა არის თუ არა ბრექსიტის შემდეგ ბრიუსელსა და ლონდონს შორის შეთანხმების მიღწევის შანსი. ეს არაუგვიანეს 13 დეკემბრისა გაირკვევა.
„ორივე მხარის პოზიციასთან დაკავშირებით მკაფიო წარმოდგენა მივიღეთ, თუმცა უთანხმოება კვლავ მეტისმეტად დიდია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
10 დეკემბრიდან მოლაპარაკებებს უკვე ბრექსიტის თემაზე მოლაპარაკებების დელეგაციების ხელმძღვანელების განაგრძობენ. საკამათო საკითხებად რჩება ევროკავშირის სათევზაო კომპანიებისთვის დაწესებული კვოტები ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში, გარანტიები ბაზარზე კონკურენციის თანაბარ პირობებზე და მომავალი შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საკამათო საკითხების გადაწყვეტის მექანიზმი.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2020 წლის იანვარში გავიდა, 31 დეკემბერს კი გარდამავალი პერიოდის ვადა იწურება, რომლის დროსაც ლონდონი ევროპულ ბაზარზე წვდომას ინარჩუნებს და საბაჟო კავშირში რჩება.
imedinews.ge