ურჩი რითეილერების  წინააღმდეგ ახალი კანონი მუშავდება - „სადისტრიბუციო კომპანიებს დაცვა სჭირდებათ“

ურჩი რითეილერების წინააღმდეგ ახალი კანონი მუშავდება - „სადისტრიბუციო კომპანიებს დაცვა სჭირდებათ“

access_time2018-01-22 10:45:02

ურჩი რითეილირებისთვის, რომლებიც სადისტრიბუციო კომპანიებს კუთვნილ გადასახადს არ უხდიან, შესაძლოა, სპეციალური კანონპროექტი შემუშავდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.


მისი ინფორმაციით, ახალი რეგულაციების დაწესება იგეგმება იმიტომ, რომ სადისტრიბუციო კომპანიები ურჩი გადამხდელებისგან დაცულები იყვნენ.


„აქტიურად ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რომ გარკვეული რეგულაციები დაწესდეს, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებს ხელს შეუწყობს, რომ ურჩი გადამხდელებისგან დაცულები იყვნენ. ჯერჯერობით მოლაპარაკების რეჟიმში ვართ. შემოსავლების სამსახურის უფროსს შევხვდით. სხვადასხვა მოდელს ვარჩევთ, რომელიც შემდეგ უკვე პარლამენტს გადაეცემა. ამდენად, შესაძლებელი იქნება, ეს ყველაფერი კანონის დონეზე დარეგულირდეს და სფერო დაცული იყოს“, - აცხადებს ივა ჭყონია.


რაც შეეხება მოდელს, თუ რა სახის რეგულაცია შეიძლება დაწესდეს, ივა ჭყონია პასუხობს, რომ: „ჩვენთვის მისაღები იქნება ის მოდელი, სადაც ხელშეკრულებებში სახელმწიფო იქნება ჩართული. ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ურჩ გადამხდელებს არამარტო ჩვენი ასოციაციის, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრებათ. მსოფლიოში არის ანალოგიური მოდელები, რომლებიც ეფექტურად მუშაობს. იმედი გვაქვს, ჩვენთანაც გაამართლებს“, - აღნიშნავს ჭყონია.



მისივე თქმით, დისტრიბუტორთა ასოციაცია საბანკო სექტორთანაც აქტიურად თანამშრომლობს: „ჩვენი სურვილია, რომ ისინიც ჩაერთონ პროცესში. დროულად გადაუხდელი თანხების შემთხვევაში,  რითეილერებს ბანკებთან ურთიერთობება უნდა გაუჭირდეთ“, - აღნიშნავს ივა ჭყონია.


რაც შეეხება „დისტრიბუტორთა ასოციაციასა“ და „კრედიტინფო საქართველოს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც გასული წლის თებერვლიდან მოქმედებს, წევრი კომპანიები „კრედიტინფოს“ ინფორმაციას იმ რითეილერების შესახებ აწვდიან, რომლებიც მათ ფულის გადახდას უგვიანებენ. ამ კომპანიების რიცხვი უკვე 40-ზე მეტია. აღშნიშნული ხელშეკრულების გაფორმება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც სადისტრიბუციო სფეროში გამოიკვეთა პრობლემა, რომ რითეილერები მათ ფულს არ უხდიან, რის გამოც რამდენიმე ასეთი კომპანია გაკოტრდა კიდეც.


როგორც ივა ჭყონია აღნიშნავს, აღნიშნული ცვლილების შედეგი გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება. რაც შეეხება ურჩი გადამხდელების რაოდენობას, ზუსტი ციფრის დასახელება უჭირს, თუმცა როგორც რამდენიმე თვის წინ ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, 5 თვის განმავლობაში დაახლოებით 100 გაფრთხილება დაიწერა.  


„მსგავის ბაზის შექმნა გრძლევადიან პერპესქტივაში დადებით გავლენას აუცილებლად იქონიებს. ის ადამიანები, რომლებიც პრობლემის წინაშე დადგებიან, იძულებული იქნებიან, რომ დაკისრებული ვალდებულებები გადაიხადონ, რადგან საფინანსო სექტორებთან მომავალი საქმიანობა შეზღუდული ექნებათ. შედეგებს უცებ ვერ დავინახავთ. იმედი გვაქვს, რომ დადებითად აისახება და ვალდებულებების დაფარვა დროულად მოხდება. დავალიანების დაფარვის შემდეგ, ნეგატიური ბაზიდან მოვხსნით“, - აცხადებს ივა ჭყონია.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 





არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up