ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ათი ძირითადი მიმართულებით თხუთმეტზე მეტი კვლევა ჩატარდა

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ათი ძირითადი მიმართულებით თხუთმეტზე მეტი კვლევა ჩატარდა

access_time2020-10-16 00:17:22

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში ჯამში ათი ძირითადი მიმართულებით ჩატარდა თხუთმეტზე მეტი კვლევა და იმუშავა 20-მდე საპროექტო ჯგუფმა. შედეგად ჰოლისტური მიდგომით შეფასდა ყველა დარგი და ინტეგრირდა კვლევის შედეგები. კვლევების შესახებ პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცირიძემ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.


„ჩატარდა ღრმა საინჟინრო და გეოლოგიური კვლევები ფერდობის მდგრადობის შეფასების მიზნით, ასევე, ისტორიული დინამიკის და ანალიზის კუთხით. შესაბამისად, მოხდა ზონირება საფრთხეების მიხედვით. ასევე, გაანალიზდა ქალაქის ურბანული ქსოვილი. აქ დაგხვდა ბევრი კარგი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი, მაგრამ ამ საზღვრებიდან გამომდინარე, ხელახლა შევისწავლეთ კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, პირველ რიგში, მიღწევადობა და მობილობის სქემებთან მიბმა. ვინაიდან ეს სივრცე არის ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი იერსახის მატარებელი და დომინანტი, არქიტექტურული ჩარევების სპექტრიც შემუშავდა და რაც მთავარია, მოხდა ბმა არსებულ, დეკლარირებულ მწვანე დერეფნებთან“, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.


მისივე თქმით, პროექტის შემუშავებისას მთავარი წონა მიენიჭა ბიომრავალფეროვნებას და გამოიკვეთა სამი მიმართულება.
„ვინარჩუნებთ ბიომრავალფეროვნებას, ვაკეთებთ ყველაფერს ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის და რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი იყოს სტრუქტურულად, ფინანსურად და კომერციულად მდგრადი. სწორედ ამის მიხედვით მივიღეთ ზონირების რუკა, რომელიც გამოყოფს ლანდშაფტის კონსერვაციის ზონას; გვაქვს რეგენერაციის ზონა, სადაც ვეხმარებით ბუნებას, რომ გაძლიერდეს; ყველაზე რთული ზონაა ადაპტაციის ზონა, სადაც კლიმატური ცვლილებების გამო, ფიჭვების ხმობის გამო, საინჟინრო-გეოლოგიური პრობლემების გამო საჭიროა სწორი ჩარევა; პირწმინდად გატყიანების ზონა, სადაც ვრცელი სივრცეებია და დიდი მწვანე მასის შექმნაა შესაძლებელი; ურბანული შერბილების ზონა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკოლოგიური და გარემოზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებაზე, ურბანული და ბუნებრივი ლანდშაფტების ზღვარზე; ლანდშაფტის დიზაინის ზონა - აქ სრული თავისუფლება აქვთ ლანდშაფტის არქიტექტორებს, ოღონდ, ბუნებრივია, ბოტანიკოსების მიერ შერჩეული სახეობების ფარგლებში; განაშენიანების მცირე წერტილები. ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს ბუნების მუზეუმზე, აგროსოფელზე და რამდენიმე მნიშვნელოვან რეკრეაციულ ცენტრზე. გარდა ამისა, გაანალიზდა 60 კილომეტრამდე ბილიკები და შეირჩა 40 კილომეტრამდე თემატური ბილიკები. ისეა გააზრებული ეს ქსელი, რომ ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდის“, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up