ურბანული ტრანსპორტის განვითარების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს

ურბანული ტრანსპორტის განვითარების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს

access_time2017-02-10 10:00:33

მოქალაქეებისთვის მწვანე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის განვითარების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", გაეროს დავალებით შექმნის დოკუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს ურბანული ტრანსპორტის პოლიტიკის ფორმირებას.

 

 

​როგორც "სითი კვირას" ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავამ განუცხადა, ჰოლანდიურ კომპანია Move Mobility-სთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გამოავლენენ იმ უწყებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინსტიტუციური, საკანონმდებლო ბაზის შესწავლითა და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადებით, რათა საქართველოს ქალაქებში გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების დონე, გაიზარდოს უსაფრთხოება, წახალისდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენება და ფეხით გადაადგილება.მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ბათუმში უკვე განხორციელდა გარკვეული ღონისძიებები და სურთ მიღებული გამოცდილება სხვა ქალაქებსაც გაუზიარონ, მათ შორის თბილისს, ქუთაისს, თელავს, ზუგდიდს და ა.შ.

 

 

"ტრანსპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, გადაადგილების, დასვენების, ეკონომიკური და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით. საქართველოს ქალაქებში გაუმართავია სატრანსპორტო სისტემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შედეგად ხშირია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, ხმაური, საცობები, რაც იწვევს ემისიების ზრდას და ჰაერის დაბინძურებას", - აცხადებს კვაშილავა.
მისივე თქმით, მთელს მსოფლიოში ქალაქების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კარგად ინტეგრირებული ტრანსპორტისა და მობილობის განვითარებაა, რისი მთავარი მიზეზია კერძო ავტომობილების რაოდენობის ზრდა. საჭიროა ისეთი ტიპის აქტივობების განხორციელება, როგორიცაა: ქვეითად, ველოსიპედით გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.

 

 

​გელა კვაშილავას მიაჩნია, რომ მხოლოდ ტრანსპორტის სფეროში ინვესტირება საკმარისი არ არის. კერძო ავტომობილებზე ხელმისაწვდომობის გამო მატულობს საცობები და ურბანული სივრცე უფრო და უფრო იკარგება.

 


"ჩვენი პროექტის მიზანია, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პარალელურად, ქალაქებში მოგვარდეს საცობებისა და ავტომობილების პარკინგების პრობლემა. რაც მთავარია, მოქალაქეების მხრიდან უკვე არის მზაობა, ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ველოსიპედის და ფეხით გადაადგილების წახალისებას"- განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ.

 

 

პროექტის საწყის ეტაპზე მოხდება ეროვნულ დონეზე დაინტერესებული მხარეების, ინსტიტუციების შეფასება და გამოვლენა, მუნიციპალურ დონეზე ტრანსპორტის სფეროს საქმიანობის სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს ანალიზი და მიმოხილვა.

 

 

პროექტი მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის (ISTBAR) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარება და მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბება.

 

 

პროექტის განხორციელება დაიწყო 2015 წლის ივლისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში, სადაც უკვე მიმდინარეობს ბათუმის მდგრადი ურბანული მობილობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის ფორმირებაზე მუშაობა ფონდმა, 2017 წლის 1 თებერვალს, ჰოლანდიელ და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად დაიწყო.

 

 



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up