უქმე დღეებში „გალერია თბილისში“ მომხმარებლების მობილობა 70 პროცენტით, გაყიდვები კი დაახლოებით 10-20 %-ით შემცირდა

უქმე დღეებში „გალერია თბილისში“ მომხმარებლების მობილობა 70 პროცენტით, გაყიდვები კი დაახლოებით 10-20 %-ით შემცირდა

access_time2021-05-14 14:00:47

„უქმე დღეებში „გალერია თბილისში“ მომხმარებლების მობილობა 70 პროცენტით, გაყიდვები კი დაახლოებით 10-20 %-ით შემცირდა“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა „გალერია თბილისს“ შეუმცირდა,  რადიკალურად არ შეცვლილა გაყიდვები, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის ის, რომ დედაქალაქში ტურისტები გამოჩნდნენ.

 

„სავაჭრო ცენტრის ყველა შესასვლელში და ყველა სართულზე მთვლელი გვიყენია, აქედან გამომდინარ ვიცით, რომ მობილობა 70 პროცენტით შემცირდა. რეალიზაციაც დაახლოებით ამდენივე პროცენტით უნდა შემცირებულიყო თუმცა, ესე არ მოხდა. შემიძლია ვთქვა, რომ გაყიდვები დაახლოებით 10-20 %-ით შემცირდა. ჩვენ ამ ეტაპზე რაც გვიკვირს არის ის, რომ სავაჭრო ცენტრში სიარული ტურისტებმა დაიწყეს. ჩვენი ლოკაციიდან გამომდინარე, გალერია თბილისში ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადები შემოდის, აქედან გამომდინარე ტურისტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც რეალიზაციასაც დაეტყო. იმედი გვაქს, რომ ზაფხულში ტურისტული ნაკადი გაიზრდება და ძველ მაჩვენებლებს ეტაპობრივად დაუბრუნდება“, - განაცხადა ნიკა ცინცაძემ.

 

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, კომპანია ამ ეტაპზეც აგრძელებს მუშაობას ისეთ ახალ ბრენდებთან, რომლებიც ქვეყანაში არ არის. ნიკა ცინცაძეს იმედი აქვს, რომ მსოფლიოში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად მიმდინარე წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში „გალერია თბილის“ მომხმარებელს ახალ ბრენდებს შესთავაზებს.

 


„სავაჭრო ცენტრში 2-3 მაღაზია დაიხურა, თუმცა მნიშვნელოვანი არცერთი. დახურვებს კრიტიკულად არ ვუყურებთ, რადგან ჩვენთან მოთხოვნა უფრო მეტი იყო, ვიდრე მიწოდება. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ გამოთავისუფლებულ ფართებში ის ბრენდები შემოვიყვანოთ, რომლებიც ქვეყანაში არ არის“, - ამბობს ნიკა ცინცაძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე როგორია ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის პოზიცია კომენდანტის საათთან დაკავშირებით, ნიკა ცინცაძე აცხადებს, რომ კომპანია პირდაპირ მიბმულია რითეილს, რის გამოც სრულად იზიარებს 120 მოიჯარის პოზიციას.

 

„თუ რითეილი არ მუშაობს, ეს გავლენას ახდენს იჯარაზე, რადგან ჩვენ ყველა რითეილერს შეღავათებს იქედან გამომდინარე ვუკეთებთ, თუ როგორი მუშაობა აქვთ. თუ რითეილი დაუბრუნდება ძველ რიცხვებს, ჩვენი შემოსავლებიც გაუმჯობესდება“, - აცხადებს სავაჭრო ცენტრის დირექტორი.


ბაჩო ადამია





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up