უპრეცედენტო ბიზნეს დავა საქართველოში- დათმობს თუ არა შვეიცარიული კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ნიშანს რუსული სახელმწიფო კომპანიის სასარგებლოდ

უპრეცედენტო ბიზნეს დავა საქართველოში- დათმობს თუ არა შვეიცარიული კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ნიშანს რუსული სახელმწიფო კომპანიის სასარგებლოდ

access_time2020-12-29 10:00:29

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო უპრეცედენტო ბიზნეს დავას განიხილავს. საქმე ეხება მსოფლიოში ცნობილი არყის, „სტოლიჩნაიას“ სავაჭრო ნიშნებს საქართველოში. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია რუსულმა სახელმწიფო კომპანია „FKP Sojuzplodoimport“-მა შვეიცარიული „ZHS IP Worldwide Sarl“-ის წინააღმდეგ ქართულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „სტოლიჩნაიას“ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ რუსულმა სახელმწიფო კომპანიის სარჩელი დააკმაყოფილა და ლუქსემბურგში რეგისტრირებულ კომპანიას ყველა ნიშანი გააუქმა. მედიაჰოლდგინგი დაინტერესდა დავის არსით, თუ რა პოზიცია აქვს მოსარჩელე კომპანიას და რატომ უნდა დათმოს „ZHS IP Worldwide Sarl“-მა ცნობილი სავაჭრო ნიშანი. საქართველოში „FKP Sojuzplodoimport“-ის ინტერესებს დამცველსნტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანია „მიქაძე გეგეჭკორი თაქთაქიშვილი“ – მმართველი პარტნიორს, გიორგი თაქთაქიშვილს საკითხზე საუბარი არ სურს. ის რაზე რუსული სახელმწიფო კომპანიის ადვოკატი არ საუბრობს, საუბრობს შვეიცარიული კომპანიის ინტერესების დამცველი, იურიდიული კომპანია BLB-ს დამფუძნებელი და მმართველ პარტნიორი, კახა შარაბიძე. იგი აცხადებს, რომ რუსული სახელმწიფო კომპანია ქართველ მომხმარებლებზე მანიპულირებს. მისი თქმით, ეს საქმე საერთაშორისო დავის ნაწილია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხუთ კონტინენტზე მიმდინარეობდა. როგორც შარაბიძე გვიყვება უცხოური სასამართლოების მანიპულირების გზით, რუსულმა სახელმწიფომ სასაქონლო ნიშნების კონტროლი მხოლოდ რამდენიმე იურისდიქციაში შეძლო. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო დავა სახიფათო ტენდენციით არის დაწყებული, როგორც იგი აცხადებს, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ ქართველი მომხმარებლების დაცვის მანტიით შემოსილმა მოახერხა, შვეიცარიული კომპანიის საკუთრებაში არსებული თრეიდ მარკების რეგისტრაცია გააუქმება. კახა შარაბიძე ამბობს, რომ კომპანიაზე 20 წლიანი თავდასხმის მიუხედავად, SPI ჯგუფი სავაჭრო ნიშანს 180–ზე მეტ ქვეყანაში ფლობს.

 

„შვეიცარიულ კომპანია „Worldwide Sarl“-ს დაახლოებით 20 წელზე მეტია საკუთრებაში გააჩნია, საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები, რომელიც სიტყვა „სტოლიჩნაიას“ შეიცავს. მათ ფრენჩაიზი გასცეს ლატვიურ კომპანიაზე, შესაბამისად საქართველოში შემოსული არაყი იწარმოება ლატვიაში. რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ ქართულ სასამართლოში შემოიტანა სარჩელი და მოითხოვა ჩვენი კლიენტის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის გაუქმება.

 

რუსული სახელმწიფო ორგანიზაცია არ დავობს იმის შესახებ, რომ საქართველოში მათი ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაირღვა. Sojuzplodoimport- მა სარჩელი ქართველი მომხმარებლების უფლებების დაცვის სარჩულით შემოიტანა. თითქოს რუსულ სახელმწიფო ორგანიზაცია ქართველი მომხმარებლების უფლებებით დაინტერესდა და მათ იცავს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია სხვადასხვა იურისდიქციებში, ჩვენი კლიენტის წინააღმდეგ სასამართლოში დავებს სხვადასხვა საფუძვლებით ახორციელებს  და ცდილობს ბრენდის გამოყენების უფლება შეზღუდოს, თუმცა საქართველოში პირდაპირი გზა ვერ მოძებნეს და კანონის შემდეგ მოთხოვნას ეყრდნობიან: კანონი ამბობს, რომ ნებისმიერ მესამე პირს შეუძლია მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის გაუქმება თუ სასაქონლო ნიშანი მომხმარებელს უქმნის მცდარ წარმოდგენას პროდუქტის ადგილის წარმოშობის შესახებ. მათ ჩაატარეს სოციალური გამოკითხვა საქართველოში და მომხმარებელს ჰკითხეს თუ სადაური ბრენდია "სტოლიჩნაია". მომხმარებელი ასოციაციურად წავიდა რუსეთთან, უკრაინასთან, საბჭოთა კავშირთან, მაგრამ არავინ დაუკავშირა ეს ლატვიას. მათ თქვეს, რომ მომხმარებელი პროდუქტს ასოციაციურად უკავშირებენ სხვა ქვეყანას და არა ლატვიას. მათი თქმით, ქართველი მომხმარებელი შესულია შეცდომაში, რადგან მწარმოებელი ქვეყანა ვერ გამოიცნეს და ნიშანი უნდა გაუქმდეს. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და პირველმა ინსტანციამ ყველა სასაქონლო ნიშანი, რომელიც სიტყვა „სტოლიჩნაიას“ შეიცავდა გააუქმა“, - გვიყვება ადვოკატი.

 


BLB-ს დამფუძნებელი და მმართველ პარტნიორი ამბობს, რომ  სასამართლომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაწყვეტილება რუსულ სახელმწიფო კომპანია „FKP Sojuzplodoimport“-ის სასარგებლოდ მიიღო. კახა შარაბიძის თქმით, გადწყვეტილება საშიში და დამაზიანებელი პრეცედენტი​ა, რომელიც საქართველოს სასაქონლო ნიშნების მსოფლიო რუკაზე ჩრდილოეთ კორეად აქცევს.

 

„თითქოს რუსულ სახელმწფოს ადარდებს და გული უჩუყებს ქართველი მომხმარებლის უფლებებზე და მოსახლეობის ტოტალური შეცდომიდან გამოყვანა უნდა, ამიტომ ხარჯავს დროს, ფულს და ენერგიას საქართველოში. თუ ამ საფუძვლით საერთაშორისო სავაჭრო ნიშანი გაუქმდა, ეს ნიშნავს რომ ამავე საფუძვლით საქართველოში თითქმის ყველა საერთაშორისო სავაჭრო ნიშანი უნდა გაუქმდეს, თუ მომხმარებელი წარმოშობის ქვეყანას ვერ გამოიცნობს. Burberry, Hugo Boss, Armani, Heineken, Harp, რომ ჰკითხოთ მოსახლეობას რას უკავშირებენ ამ ბრენდებს ყველა ბუნებრივია დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას დაუკავშირებს, მაგრამ მწარმოებელ ქვეყნას ვერავინ გამოიცნობს. მაგალითად Burberry იწარმოება მექსიკაში, კამბოჯაში, პერუში, Heineken ნატახტარში იწარმოება, Harp- საგურამოში  მომხმარებელი ასოციაციურად ბრენდს უკავშირებს ქვეყანას, მაგრამ ვერ იცნობს მწარმოებელს. ეს თუ საფუძველია ბრენდის რეგისტრაციის გაუქმების, ზუსტად იგივე საფუძვლით ნებისმიერი ადამიანი ჩაატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას და შეიტანს სარჩელს“, — განმარტავს კახა შარაბიძე.

 

იურისტი „კომერსანტს“ უყვება, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანიას სურვილი აქვს, რომ „სტოლიჩნაია“-ს ბრენდი დაიბრუნოს და წარმოების უფლება არავის ჰქონდეს. მისი განმარტებით, „FKP Sojuzplodoimport“-ში შეფარული გზით ცდილობენ ფანჯრის გახსნაა, რათა ეს ნიშანი საქართველოში მათ საკუთრებაში დაარეგისტრირონ.  კახა შარაბიძე ამბობს, რომ თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ეს ძლიერ შელახავს საქართველოს რეპუტაციას, მათ შორის ბიზნესის და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაში.

 

„საკუთრება სამართლის სპეციფიკური დარგია და ხშირად არ ჰყოფნით ჩვენ მოსამართლეებს ცალკეულ ინსტანციებში კომპეტენცია, ამიტომ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება გაუაზრებელია და ვერ აცნობიერებს იმ რისკებს რაც თან ახლავს. იმედი გვაქვს რომ სააპელაციო სასამართლო ამ შედეგს გამოასწორებს და შვეიცარიული კომპანიის საკუთრების უფლებას დაიცავს. თუ ეს არ მოხდება ამ საფუძვლით, ამ ნიშნების გაუქმება საქართველოში უფლებების დაცვის მიმართულებით ქაოსს გამოიწვევს. დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას როგორც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების კუთხით. ვიწრო მერკანტილურ ინტერესებს ერთ-ერთი ბრენდ მარკის მიმართ შეიძლება დიდი ნეგატიური შედეგები მოჰყვეს ქვეყნისთვის“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.  

 

კახა შარაბიძეს ახლა იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მცხეთის რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში არ დატოვებს და მსოფლიოში აღიარებულ ბრენდს ქვეყანაში ოპერირება საშუალებას მისცემს. თუ  სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება რუსულ სახელმწიფო კომპანია FKP Sojuzplodoimport-ის სასარგებლოდ მიიღო, იურისტი ამბობს, რომ დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება და შვეიცარიული „ZHS IP Worldwide Sarl and SPI Group“ სავაჭრო ნიშანს არ დათმობას.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up