უპრეცედენტო ბიუჯეტი - 50%-ზე მეტი არასაბიუჯეტო შემოსავლები და 28 მლრდ. ლარამდე  საგარეო ვალი

უპრეცედენტო ბიუჯეტი - 50%-ზე მეტი არასაბიუჯეტო შემოსავლები და 28 მლრდ. ლარამდე საგარეო ვალი

access_time2020-06-19 10:00:37

COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა. მთავრობა 2020 წლისთვის ეკონომიკის 4%-ით კლებას პროგნოზირებს, კორონავირუსის გავრცელებამდე მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 4.5% იყო. 2020 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) არ შემცირდება და 50 მლრდ. ლარის დონეზე შენარჩუნდება, რადგან რეალური ეკონომიკის 4%-ით შემცირების პარალელურად ფასების დონე (დეფლატორი) 4.8%-ით გაიზრდება.


„თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან მასში 50%-ზე მეტი არასაბიუჯეტო შემოსავლებია და მხოლოდ დანარჩენია საბიუჯეტო.


„2020 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ მისი მოცულობა 16 მილიარდია, საიდანაც 8 მლრდ. საგარეო და საშინაო ვალია, დაახლოებით 600 მლნ. კი გრანტები ანუ დაახლოებით 50%-ზე მეტი არასაბიუჯეტო შემოსავლებია და მხოლოდ ნაწილია საბიუჯეტო. ეს ყველაფერი ფისკალურ პოლიტიკაზე ძალიან დიდი დაწოლა იქნება. გარდა ამისა, საგარეო ვალი უპრეცედენტო ნიშნულს აღწევს და 28 მილიარდამდეა, რაც სამომავლოდ ძალიან დიდი ტვირთი იქნება, ეს მაშინ როცა მომავალ წლებში მთავრობის ხედვაც არ ვიცით ვალის მდგრადობასთან დაკავშირებით.


ფერმერების სუბსიდირების თემას რაც შეეხება, რეალურად ეს ხარჯი ბიუჯეტში არ არის ჩადებული, რადგან მთავრობა აღარ აპირებს ამის დასუბსიდირებას, რადგან ხელისუფლება ამბობს, რომ ბიზნესს დაელაპარაკნენ და ნავთობიმპორტიორებმა ავტომატურად მოახდინეს ამ 15-16 თეთრის დაკლება, ამიტომ სუბსიდირების საჭიროება არ გახდა. აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ ჰქონდა ბიზნესზე ზეწოლას ადგილი ან რატომ დაგვპირდა გახარია იმას რაც ბიუჯეტში შემდეგ არ აისახა“, - აცხადებს ანა გოგოლაძე.


მოქმედი ბიუჯეტიდან ეკონომიის 83% სამ უწყებაზე მოდის: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე და თავდაცვის სამინისტროზე. ანა გოგოლაძე ამბობს, რომ მთავრობას არ უსაუბრია იმ კომპონენტებზე,რის მიხედვითაც ეს დაწესებულებები შეარჩია.



„საინტერესო არის ქამრების შემოჭერის თემაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ. ლარამდე შემცირდა მხოლოდ ხელფასებზე. ეს შემცირება შეეხო გარკვეულ უწყებებს, თუმცა არავის უსაუბრია იმ კომპონენტზე თუ რის მიხედვით შეარჩიეს მხარჯავი დაწესებულებები, საინტერესოა ხომ არ შეიცავს ეს წინასაარჩევნოდ რაიმე პოლიტიკური კეთილგანწყობების მოპოვების მცდელობას. მაგალითად, არ შეუმცირეს შსს-ს, სასამართლოს, გუბერნატორების ადმინისტრაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მაშინ როდესაც ცსკო-მ 2018 წელს წინასაარჩევნო პერიოდში 883 ათასი გასცა მხოლოდ პრემია-დანამატებზე, შსს-ში 9 მლნ-მდე იყო ანუ გარკვეული ნაწილისთვის შეამცირეს და დანარჩენებზე იგივე დატოვეს. ასევე საინტერესო არის რომ 21.7 მლნ. ლარის ავტომატური დაზოგვა გვაქვს, რადგან ჩვენ თუ ავიღებ 2018-2019 წლის საშულო თვიურ მაჩვენებელს რასაც პრემია-დანამატებზე გასცემდნენ, იყო 18 მლნ. და ახლა მთლიანად მხოლოდ 22 მლნ-ით ამცირებენ“, - განმარტავს ანა გოგოლაძე.


ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ერთ-ერთმა ლიდერის ლევან კობერიძის განმარტებით, ეს არ არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი და უბრალოდ კრიზისთან შეგუების გეგმაა. მისი აზრით, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რომელიც მთავრობამ დაანონსა, რეალურად არაფრისმომცემია.


„ამ ბიუჯეტს არაფერი ეტყობა ქამრების შემოჭერის, რადგნა აიპ-ებში და სსიპ-ებში არის ძირითადად გადატანილი ის  არასწორი ხარჯები რაც საბიუჯეტო ხარჯების ასე გაბერვას იწვევს, მაგრამ მათი  რაოდენობა და დაფინანსება არ შეუმცირებიათ. დღეს ბიუჯეტს სსიპ-ების და აიპ-ების ხარჯზე დაზოგვის გაცილებით მეტი რესურსის აქვს, თუმცა მათ არ შეხებიათ ამ ხარჯვითი ნაწილის შემცირება. ის ხარჯები შეამცირეს, რასაც რეალურად თვითონ ვერ ითვისებდნენ და ჩამოწერეს, დანარჩენი არაფერი სერიოზული არ შემცირებულა. თავდაცვის სამინისტროს, რომ 70 მლნ-თი შეუმცირეს, აქ პირიქით კითხვა ჩნდება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას ხომ არ ეხება საქმე. რეალურად სადაც გაბერილია ხარჯები და მართლა შესამცირებელია, არაფერი ხდება ეს არის მაგალითად არაეფექტიანად ნამართი ტენდერები, სსიპ-ები და აიპ-ები, სადაც  ნეპოტიზმით დანიშნული ადამიანების ხელფასების ხარჯია. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის ბიუჯეტი წელს 69 მლნ. ლარია, ნუთუ არ შეიძლებოდა იქ დაახლოებით 20 მლნ-ის დაზოგვა? მე ვთვლი, რომ სადღაც რაღაც შეამცირეს, მაგრამ ეს არ არის არსებულ გამოწვევებთან და კრიზისთან შესაბამისი ბიუჯეტი, ამიტომ ვერ ჩავთვთვლი, რომ ქამრები შემოიჭირეს“, - აცხადებს ლევან კობერიძე.


ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, აღებული თანხები უსამართლოდ ნაწილდება და პენსიონერები,  სოციალურად დაუცველთა ნაწილი და თვითდასაქმებულების დიდი რაოდენობა დახმარების გარეშე რჩებიან.


„ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, აღებული თანხები უსამართლოდ ნაწილდება, რადგან მაგალითად სოციალურ უზრუნველყოფაში ჩადებული არის 1.4 მლრდ ლარით მეტი და ეს მარტივად რომ გაგვეყო 3 მლნ ადამიანზე, თითოეულს 400 ლარის დახმარება გამოუვიდოდა. თუმცა, ისე  გადაანაწილეს ეს თანხა პროგრამებში, რომ პენსიონერები,  სოციალურად დაუცველთა ნაწილი და თვითდასაქმებულების დიდი რაოდენობა დახმარების გარეშე დარჩნენ და ფაქტიურად ადამიანების დიდი ნაწილი სიღარიბესთან პირისპირ დატოვეს. დღეს არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის სამართლიანი განაწილებით შესაძლებელია ყველა პენსიონერმა მიიღოს ყოველწლიურად 500 ლარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერი, რომლითაც დაუფინანდება მედიკამენტების მინიმუმ 50%“, - განმარტა ირაკლი ყიფიანმა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up