პუტინისა და ლავროვის უპასუხისმგებლო განცხადებები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ აბსოლუტურად მიუღებელია, — აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ტვიტი გამოაქვეყნა.
უკრაინა არ დანებდება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ატომურ ძალას, ხმა აიმაღლონ და აუხსნან რუსეთს, რომ ასეთი რიტორიკა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს და უკრაინა ამას არ შეეგუება, — წერს კულება.