უპასუხისმგებლო ადამიანებისგან ფუნქციადაკარგული ბახმაროს ტყე–„დამსვენებლების მხრიდან ვანდალიზმი ხდება“

უპასუხისმგებლო ადამიანებისგან ფუნქციადაკარგული ბახმაროს ტყე–„დამსვენებლების მხრიდან ვანდალიზმი ხდება“

access_time2019-08-10 15:45:39

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტეტის მერის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე ბახმაროს ტყის კადრებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს. როგორც ცნობილია, დღეს ფეისბუქში გავრცელდა ბახმაროს ტყეში გადაღებული კადრები, სადაც ტერიტორია დანაგვიანებულია.



ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ბახმარო მოწესრიგებული იყოს. მერის მოადგილის ინფორმაციით,ზაფხულის სეზონისთვის კურორტზე დაემატა სანაგვე ურნებიც. მზადყოფნაშია 3 ნაგავმზიდი მანქანაც, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყოველ დღე გააქვს.


„დასუფთავების სამსახურის მთელი რესურსი ბახმაროშია გადასროლილი.ჩვენ დასუფთავებას მაქსიმალურად ვაქცევთ ყურდღებას. ყოველ წელიწადს 30–50 სანაგვე ურნას ვამატებთ“ –აცხადებს ჯინჭარაძე.


კითხვაზე, საკმარისია თუ არა კურორტზე არსებული სანაგვე ურნები, ჯინჭარაძე ამის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ბახმაროში ეს იყო სპეციალურად გაკეთებული ვანდალიზმი.


კინოს შენობაში რამდენიმე დღის წინ დამსვენებლებმა შესავლელი კარები დაამტვრიეს, შევარდნენ და სკამები დაჩეხეს, ცეცხლი წაუკიდეს. საქმე პოლიციაშია. ახალი გაკეთებული კინოს შენობა იყო.


მესმის თქვენი დამოკიდებულება, თქვენ ჟურნალისტი ხართ, თუმცა, მერია იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია. ჩვენ ჯიბის ფული დაგვიხარჯავს იმიტომ,რომ ბახმარო ერთი დიდი თავის ტკივილია ჩვენთვის.ყოველ მეორე დღეს ვაკვირდებით კურორტს, მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ. ბახმაროში დამსვნებლების მხრიდან ვანდალიზმი ხდება. სახელი და გვარები ვიცი, ეს არის 5 ოჯახის გაკეთებული. თუმცა, ამის წინასწარ თქმა არ მინდა. ნაგავი სპეციალურად დაყარეს, ეს მათი მხრიდან შორს მიმავალი ზრახვებია.ეგ ნაგავი გადაყრილია იქ, რომლის მარცხენა მხარეს,30 მეტრში სანაგვე ურნა იდგა.



მართალია ადამიანების მცირე ნაწილს, მაგრამ იცით როგორი დამოკიდებულება აქვთ? გადაყრიან ნაგავს, გადაუღებენ ვიდეოს და სოციალურ ქსელში ატვირთავენ. მერე ამას ვერავინ ვერ გებულობს ვინ დაყარა, რა მიზნით. ზოგიერთი ასეთი ფაქტი რაღაცისკენაა მიმართული. ხომ არ შეიძლება ყველა ოჯახს თითო ურნა დავუდგა? 20–30 მეტრის რადიუსში ბახმაროში ურნები ყველგანაა.ხდება ყოველდღიურად ნარჩენების მანქანებით გატანაც “–აცხადებს ჯინჭარაძე.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დამსვენებლებს მოუწოდებს შეცვალონ დამოკიდებულება და ნარჩენები სპეციალურად განთავსებულ სანაგვე ურნებში ჩაყარონ.


თამაზ ჯინჭარაძე „კომერსანტს“ ბახმაროში არსებულ სხვა პრობლემაზეც უყვება, რომლის გამოც წელს კუროტი დამსვენებლებმა დატოვეს. ერთ–ერთი ასეთია ელექტროენერგია, რომელიც ბახმაროში ძალიან ცუდადაა.


„ახლა მიმდინარეობს კურორტზე გამრიცხველიანების პროცესი,რაც პერიოდულად დენის გათიშვებს იწვევს. ეს პროცესი გასულ წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება. რაც შეეხება წლევანდელ საკურორტო სეზონს, მიმდინარე ზაფხულს დამსვენებლებს ამ კუთხით ხელი ძალიან შეეშალათ. ბუნებრივი პირობების გამო, სხვა სეზონზე ამ სამუშოების გაკეთება შეუძლებელია. გზა ბახმაროში ივნისში იხსნება და ოქტომბრის დასაწყისში, თოვლის გამო იკეტება. წელს ძალიან ცუდ დღეში ვართ, შარშან დაბალი დენი მაინც იყო და არ ითიშებოდა, წელს კატასტროფაა“–აღნიშნავს ჯინჭარაძე.


მისივე განცხადებით,ბახმაროს პიარმა გადააჭარბა რეალობას. რეალურად, კურორტზე დენი არ არ არის, კომუნიკაცია არ არის,ოთახები კი ძალიან ძვირად ქირავდება. „კარგი რაც ამ დროისთვის ბახმაროს აქვს, ჰავაა, ყველა კურორტს ჯობს, თუმცა, ამისთვის სამუშაოა. მომავალი წლიდან კარგი სიტუაცია იქნება“–აცხადებს ჯინჭარაძე.


სოფო ქსოვრელი 





„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...


მსგავსი სიახლეები

up