უორენ ბაფეტის 6 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი

უორენ ბაფეტის 6 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი

access_time2021-11-13 13:45:54

მილიარდერი ინვესტორი უორენ ბაფეტი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს. მას თავმდაბალი ცხოვრების წესი და ბანკში ფულის შენახვა უყვარს.

უორენ ბაფეტმა საინვესტიციო კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც საფონდო ბირჟის მოთამაშე გახდა. “ომაჰას ორაკულის“ სახელით ცნობილი ბაფეტი 1970 წლიდან არის მისი კომპანიის Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი. ის ამჟამად მეათე ადგილზეა მილიარდერთა სიაში 105,1 მილიარდი დოლარის ქონებით. მსოფლიოს სხვა აღმასრულებელ დირექტორებთან შედარებით, ბაფეტს აქვს მარტივი ცხოვრების წესი. იგი ათწლეულების განმავლობაში ერთ სახლში ცხოვრებს და საკმაოდ მოძველებული ავტომობილებით გადაადგილდება.

ბაფეტი ხშირად აცხადებს, რომ უბრალო ცხოვრება მას ბედნიერებას ანიჭებს. წარმოგიდგენთ ძვირადღირებულ ნივთებს, რომლებიც უორენ ბაფეტს ეკუთვნის.

ინტელექტუალური წიგნები

უორენ ბაფეტი წიგნებს თავის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ნივთად თვლის. მას საძინებელში ყოველთვის აქვს წიგნების დასტა, ასევე აქვს ძალიან დიდი ბიბლიოთეკა საკუთარ სახლში. მისი თქმით, მისი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ის არის, რომ ყოველდღე კითხულობს. Blinklist-ის მიხედვით, ინვესტორობის პირველ დღეებში ბაფეტი ყოველდღე კითხულობდა 600-1000 გვერდს; თუმცა, მან ახლა შეამცირა დრო და ყოველდღე მინიმუმ 500 გვერდს კითხულობს. მას სჯერა, რომ წიგნებიდან მიღებული ცოდნა გროვდება გონებაში როგორც რთული პროცენტი, რასაც საბოლოოდ მოგებას მოაქვს.

მობილური ტელეფონი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი 20-დოლარიან Samsung SCH-U320 იყენებს. ამასთანავე, მისი კომპანია Berkshire Hathaway ფლობს Apple-ის აქციების 5,5%-ს, რაც 72 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. მაგნატმა iPhone 11 მხოლოდ 2020 წელს შეიძინა.

შეკვეთით დამზადებული კოსტიუმები


სიაში კიდევ ერთი უნიკალური ნივთი არის უორენ ბაფეტისთვის შეკერილი კოსტუმები, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვთ. როდესაც ბაფეტი ჩინეთში მოგზაურობდა, მისი კოსტუმი გაზომეს სასტუმროს ნომერში და ასარჩევად რამდენიმე ნიმუში აჩვენეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩინელ დიზაინერ მადამ ლის ძალიან სურდა მისთვის კოსტუმის მიცემა. მან ორი კოსტიუმი აირჩია და მოგვიანებით დიზაინერს შეხვდა. დღემდე, მილიარდერი მხოლოდ 20 მისთვის შეკერილ კოსტუმს ფლობს, რომლებიც 700-დან 5000 დოლარამდე ღირს.

უძრავი ქონება

“ომაჰას ორაკული“ დღემდე თავისი ფესვების ერთგული დარჩა და ფლობს ულამაზეს სახლს, რომელიც 1958 წელს 31,500 დოლარად იყიდა. ახლა ის 652,619 დოლარად არის შეფასებული. მისი ორი ქორწინების შემდეგ, ბაფეტი ამტკიცებს, რომ სახლი იყო მესამე საუკეთესო ინვესტიცია მის ცხოვრებაში. სახლი, სადაც ბაფეტი ცხოვრობს, შედგება ხუთი საძინებლისა და ორი სველი წერტილისგან. აქვს ღობეები და CCTV კამერები მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის. მილიარდერი ასევე ფლობდა ქონებას ლაგუნა ბიჩში, თუმცა, ცოტა ნის წინ ის 7,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მანქანების კოლექცია

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორი არ არის ცნობილი მანქანების დიდი შესყიდვებით, ბაფეტს აქვს სტანდარტული ყიდვის ჩვევები, რომლებიც მოიცავს ერთი მანქანის ყოლას თავის ავტოფარეხში. როგორც Motor Biscuit აღნიშნავს, ბაფეტი ფლობს 2014 წლის Cadillac XTS-ს. უორენი დიდი ხნის განმავლობაში 2006 წლის Cadillac XTS-ს მართავდა. მოდელის გამოცვლა General Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ ურჩია.

2014 წლის მოდელი 44,600 დოლარიდან 69,095 დოლარამდეა. ბაფეტმა ბევრი რამ არ იცის მანქანის მართვის შესახებ, რის გამოც მან თავისი ძველი მანქანით მხოლოდ 19000 მილი გაიარა. მისი Cadillac არაკომერციულ Girls Inc.-ს აჩუქა, რომელმაც მანქანა აუქციონზე 122,500 დოლარად გაყიდა.

პირადი თვითმფრინავი

სიაში ყველაზე ძვირად ღირებული ქონება, NetJets-ისგან შეძენილი კერძო თვითმფრინავია. ბაფეტმა მეორადი Bombardier Challenger 850 000 დოლარად იყიდა. რადგან ის ბევრს მოგზაურობს სხვადასხვა ადგილებში, კერძო თვითმფრინავის ფლობამ მას ბევრი დრო და ფული დაუზოგა.

ზემოაღნიშნული ხარჯების მიუხედავად, ბაფეტმა დახარჯა მთლიანი წმინდა ღირებულების მხოლოდ 0,01%. ის გეგმავს თავისი ქონების 99% ქველმოქმედებას შესწიროს, საიდანაც ამ დროისთვის 39 მილიარდი დოლარი აქვს შემოწირული. მისი განცხადებით, თითოეულ შვილს მხოლოდ 2 მილიარდ დოლარს დაუტოვებს.

წყარო - therichest.com,  bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up