უორენ ბაფეტი - რეალური ფაქტები მილიარდერის შესახებ

უორენ ბაფეტი - რეალური ფაქტები მილიარდერის შესახებ

access_time2017-02-03 20:00:01

დოკუმენტურმა ფილმმა „გახდი უორენ ბაფეტი", რომელიც ტელეარხ HBO-ს ეთერში გავიდა, აჩვენა საზოგადოებას, თუ როგორ ჩამოყალიბდა ამბიციური ბავშვი ლეგენდარულ ინვესტორად.

 

მიუხედავად იმისა, რომ ფონდ Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მილიარდერი მსოფლიოში, მისი ცხოვრება არ არის ისეთივე, როგორიც სხვა მილიარდერების. ბაფეტის ქონება შეადგენს 73,4 მლრდ დოლარს, საიდანაც 30 მლრდ მან ქველმოქმედებაზე დახარჯა. 

 

ჟურნალი Forbes-ი ადევნებს თვალს ამერიკელი მილიარდერების ცხოვრებას 1982 წლიდან, მაგრამ მათ შორის, თითქმის არავინ არ იყო ისეთი თავმდაბალი, როგორც „ომახელი ორაკული".

 

3 პრინციპი, რომელიც მას Forbes-ის სიის სხვა ფიგურანტებისგან განასხვავებს:

 

 

ბაფეტის სახლი  

 

ინდოელმა ნავთობმაგნატმა მუკეშ ამბანიმ 27-სართულიანი ცათამბჯენი აიშენა, Oracle-ს დამფუძნებელი ლარი ელისონი ამერიკის მთელს ტერიტორიაზე 1 მლრდ. დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს. ბაფეტის გემოვნება კი ბევრად უფრო მოკრძალებულია - ის ახლაც ცხოვრობს შტატ ნებრასკაში, 5-საძინებლიან სახლში, რომელიც მან 1958 წელს  31 500 დოლარად, დღევანდელი კურსით 260 000 დოლარად იყიდა.

 

სახლთან ახლოსაა ასევე ძალიან მოკრძალებული ოფისი, სადაც ბაფეტი მუშაობს. მხოლოდ 25 კაცი ირიცხება კომპანიაში, რომლისწლიური შემოსავალი 200 მლნ. დოლარს აღემატება.

 

იმ დროს, როდესაც ისეთი მილიარდერები, როგორც სათამაშო ბიზნესის მაგნატი სტივ უინი, საკუთარ ოფისებს თანამედროვე ავეჯით აწყობენ და სახლებს პაბლო პიკასოს უძვირესი სურათებით ავსებენ, უორენ ბაფეტის სახლის კედლები აჭრელებულია საგაზეთო პუბლიკაციებით, სადაც მე-20 საუკუნის ფინანსურ კრიზისებზე გამოქვეყნებული სტატიებია. მისი თქმით, ეს ყოველთვის ახსნებეს მას, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 

 


 

უორენ ბაფეტის ავტომობილი

 

მილაირდერები აბანდებენ მილიონიბით დოლარს საუკეთესო ავტომობილების კოლექციებში - მაგალითად, დიზაინერ რალფ ლორენის გარაჟში 70 კლასიკური მანქანაა, Victoria's Secret-ის მფლობელს ლეს ვექსნერი „ფერარის" ძველი მოდელების კოლექციონერია.

 

უორენ ბაფეტი კი სამსახურში ყოველდღე  2014 წლის Cadillac XTS-ით დადის, რომელსაც თავადვე მართავს.

 

მან იყიდა ეს მანქანა მას შემდეგ იყიდა,  რაც გაისეირნა General motors-ის დირექტორთან მერი ბართან მისი Cadillac DTS-ით გაისეირნა. ბაფეტმა ჰკითხა ბარს, რა გაუმჯობესდა ამ მოდელის განახლებულ ვერსიაში და 50 ვერსია მოისმინა.  „გავიდა მხოლოდ 5-6 წუთი და მე ის ვიყიდე" - ჰყვება მილიარდერი.

 

 

 

 

დიეტა

 

როდესაც საუბარია უორენ ბაფეტზე, უნდა დაივიწყოთ Michelin-ის ვარსკლავები, იშვიათი დელიკატესები და მდიდრული რესტორნები. 86 წლის უორენ ბაფეტი დღეში 5 ბოთლს კოკა-კოლას სვამს და  McDonald's-ში საუზმობს. ერთ დღეს მასთან ერთად გადამღები ჯგუფიც იყო.

 

ამ დროს 2,95 დოლარის ღირებულების მაკ-მაფინი კვერცხით და კოტლეტი შეუკვეთა.

 

„სენდვიჩი ბეკონით, კვერცხით და ყველით ღირს 3, 17 დოლარი, მაგრამ დღეს ბაზარი მიდის ქვემოთ, ამიტომაც ავიღებ საუზმეს 2, 95-ად" - უთხრა მან ჟურნალისტებს.

 

შესაძლებელია, ბაფეტის ზომიერება ბევრს გადამეტებულად ეჩვენება, თუმცა საბოლოო ჯამში, მისი ეს თვისება მსოფლიოსთვის მაინც სასარგებლოა. 

 

 

 

უორენ ბაფეტის ანდერძის მიხედვით, თითქმის მთელი მისი ქონება  ქველმოქმედებას მოხმარდება - თანაც ეს, იმის გარდა, რაც მან უკვე მელინდა და ბილ გეიტსების ფონდს გადასცა - ამ შემთხვევაშიც საუბარია მილიარდებზე. 2010 წლის ივნისში ბაფეტმა ფონდს 30 მლრდ. დოლარი გადაურიცხა, რაც მსოფლიო ისტორიაში ქველქმოქმედების ყველაზე ხელგაშლილი ფაქტად შეფასდა.

 

„ყველაფერი, რასაც მე ვხარჯავ - იმის 1%-ზე ნაკლებია, რასაც ვშოულობ. დანარჩენი 99% გადაეცემა სხვას, რადგანაც ჩემთვის ამ ფულს არანაირი სარგებელი არ მოაქვს. სისულელე იქნებოდა ჩემი მხრიდან არ გადამეცა ეს ფული მათთვის, ვინც იცის რა აკეთოს" - განაცხადა ბაფეტმა.

 

 

 

ავტორი: Forbes.ru



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up